Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა.

 

ამ თანამდებობას 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა 2020 წლის იანვარში მას თანამდებობა დაატოვებინეს. ამ დრომდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.

 

სერგეი შამბა 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

 

2014 წლის დეკემბრიდან შამბა ე.წ. პარლამენტის წევრია. ის 2016 წლის იანვრიდან პარტია „ერთიან აფხაზეთს“ ხელმძღვანელობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც სექტემბერში გაიმართა და შესაბამისად, გააუქმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

 

2019 წლის 8 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა, რომელმაც ხმათა 47.39 % დააგროვა, ოპოზიციის კანდიდატმა პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ 46.17 % დააგროვა.

 

კვიწინიამ 11 სექტემბერს „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა. 20 სექტემბერს სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კანონიერად ცნო.

ბოლო ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ბლოკირება განახორციელეს. ამის შესახებ ადგილიდან „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს, მასთან ხუთკაციანი დელეგაციის გაგზავნას აპირებს.

 

ოპოზიციონერი „დეპუტატის“ დიმიტრი დბარის განცხადებით, ვიდრე ხაჯიმბა არ გადადგება, არსად წასვლას არ აპირებენ. „ახლა მასთან ხუთი კაცის გაგზავნას ვაპირებთ. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით“, - განაცხადა დბარმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნება.

 

„აფხაზეთი ჰუმანიტარულ დერეწფანს შექმნის საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეების დასაბრუნებლად 13-დან 15 ივლისისა და 16-დან 17 ივლისის ჩათვლით“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

 

დე ფაქტო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ „საქართველოდან შემოსულ პირებს სამედიცინო და სანიტარული კონტროლის გავლა მოუწევთ“.

აფხაზური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ და შენობაში დარჩენას მანამდე გეგმავენ, ვიდრე „სახელმწიფოს მეთაურის“ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. ამის შესახებ „ტასს“ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ახრა ავიძბამ განუცხადა.

 

„პირადად, მსურს დავინახო სიცხადე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ხალხსაც ეს სურს. ჩვენ ამ მიზნით მოვედით აქ. მიტინგს დავასრულებთ, როდესაც ამბიციებზე კეთილგონიერება გაიმარჯვებს. როდესაც ახალი არჩევნები დაინიშნება, შენობას დავტოვებთ“ , - განაცხადა ავიძბამ.

 

მანვე დააკონკრეტა, რომ პროტესტის მონაწილეები გამოდიან კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნაა, მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ დაიცვას კონსტიტუცია, მათ შორის, არჩევნების ნაწილში.

 

„ჩვენ ხაჯიმბასთან მოვედით და გამოსვლა ვთხოვეთ - გვინდოდა განგვემარტა, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩვენი კონსტიტუციის გარანტი და დანიშნოს არჩევნები თავისი ნებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. გამოვიდა მისი დაცვა და დაიწყო ვითარების პროვოცირება“, - განაცხადა ავიძბამ.

 

მისი თქმით, დღევანდელ მიტინგზე 200-300 ადამიანი გამოვიდა, რომელთა მხრიდან აგრესია არ არის.

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.

 

როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა.

 

სოხუმში, ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყო. ისინი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.

 

აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.

 

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

ოკუპირებულ გალთან ახლოს, სოფელ მუჟავადან ოკუპანტენტების მიერ გატაცებული სამი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მათ ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

 

შემთხვევა გუშინ 2 დღის წინ მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები ჯართს აგროვებდნენ. დაკავებულები სოფელ ლიას მცხოვრებლები არიან.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და მოუწოდებს „საკუთარ პრობლემებს მიხედოს“.

 

„ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“,- წერს კოვე.

 

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა.

 

შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დანიელ ორტეგას "არალეგიტიმური მმართველი" უწოდა.

 

ლეიბორისტების ლიდერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნიკარაგუის პრეზიდენტის მიმართ მკაცრი ფინანსური სანქციები გაატაროს.

 

„როგორც ცნობილი გახდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აპირებს ნიკარაგუის პრეზიდენტი, დანიელ ორტეგა. ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გაავრცელოს პრეზიდენტ დიქტატორზე უმკაცრესი ფინანსური სანქციების რეჟიმი, დაბლოკოს მისი მილიარდები დასავლეთის ბანკებში. სამწუხარო ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებს რაც უკავშირდება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობს რღვევას და მის გაღრმავებას, უყურებს მშვიდად. მრჩება არცთუ უსაფუძვლო შთაბეჭდილება, რომ ესაც გარიგებაა კრემლთან იმის თაობაზე, რომ შენ საქმე გააკეთე, მე ჩუმად ვიქნები,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სოხუმში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ბჟანიამ ფიცი აფხაზურ ენაზე დადო, რის შემდეგაც პრეზიდენტის მოვალეობის ე.წ.-მა შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მას ძალაუფლების სიმბოლოები გადასცა.

 

კორონავირუსის საფრთხის გამო ცერემონიას რუსეთის დელეგაცია არ ესწრებოდა.

 

ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 23 მარტს გაიმარჯვა.

ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანია სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებს შეუერთდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი" ავრცელებს.

 

სააგენტო ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციის შენობასთან ვითარება მშვიდია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, მის დატოვებას არ აპირებენ.

 

ასლან ბჟანია 2019 წლის აპრილში მოსკოვის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. მასთან ერთად საავადმყოფოში, იმავე სიმპტომებით, მისი დაცვის ორი თანამშრომელიც მოხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“.

 

„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

 

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო.

 

„მზად ვიყავი ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა შემდეგ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?