Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9336
EUR
3.2487
RUR
0.0447
GBP
3.5602

გვაქვს მომზადებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიოწარმოებაში ჩართული ფერმერების სუბსიდირებასა და დახმარებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის წარმოების გადასახადებისგან გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

 

კითხვაზე, უკვე აქვს თუ არა სამინისტროს კონკრეტული ხედვა, როგორ მოხდება პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასახადებისგან გათავისუფლება, დავითაშვილი აცხადებს, რომ პირველადი წარმოება ისედაც გათავისუფლებულია გადასახადებისგან და ახლა საუბარია წარმოებული პროდუქციის გათავისუფლებაზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. "იცით, რომ სოფლის მეურნეობაში პირველადი მიწოდება ისედაც ფაქტობრივად, გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან. საუბარია უკვე წარმოებული პროდუქციის გარკვეული სახეობების გადასახადებისგან გათავისუფლებაზე, რომელზეც მიდის მუშაობა და მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დეტალური შეფასება," - განაცხადა მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, მოხდება ბიომეურნეობის სხვადასხვა საშუალებებით წახალისება, მათ შორის სუბსიდირებაც მოიაზრება.

 

"ესაა წახალისების ერთი ინსტრუმენტი, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიოწარმოებების, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მომზადებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიოწარმოებაში ჩართული ფერმერების სუბსიდირებასა და დახმარებას გულისხმობს," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, გადასახადებისგან გათავისუფლდება ყველა ის მეწარმე, რომელიც ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს.

ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შევიმუშავეთ, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

 

„დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორს. მოგეხსენებათ, რომ გასული წელი გამორჩეული იყო. მე მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სოფლის მეურნეობაში, თუმცა ეს არ გახლავთ საკმარისი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, ვაპირებთ, გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები. დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე. ჩვენ გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი სოფლის მეურნეობის სექტორში, შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, გავზარდოთ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობა, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ აუცილებელი ტექნიკის შეძენა. პროგრამების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 4 მილიონი ლარი. დამატებით დეტალებს ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრი მოგაწვდით“, - განაცხადა ბახტაძემ.

გსმენიათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ, ქართველი ქალის, მეცხოველეობის ფერმაზე?, - თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ, ის მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე, საქართველოს კუთვნილებაში არსებული მიწებიდან ერთადერთია, რომელიც უცხოელებზე არ გაყიდულა. მესაზღვრე ფერმერი, ირინე ფხოველიშვილი ამბობს, რომ მას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია: მოუაროს საკუთარ ასამდე ძროხას და შეინარჩუნოს საქართველოს კუთვნილი მიწა, - როგორ?, - ამ თემაზე ,,გლობალპრესი" ირინე ფხოველიშვილს ესაუბრა.

 

რა ჯიშის მერძეული პირუტყვი გყავთ და რამდენ ლიტრ რძეს გაძლევთ დღეში ერთი ძროხა?

 

- ეს არის ადგილოვრივი ჯიშის საქონელი და დიდიან - პატარიანად 100 სულზე მეტია. ჰოლანდიური ან შვედური ჯიშის ძროხების ჩამოყვანა იმ პირობებში, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია, ზარალის მეტს არაფერს მოგვიტანს, ამიტომ მხოლოდ ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი გვყავს. ერთი ძროხა კარგი წველადობის პირობებში 10-15 ლიტრს იძლევა.

 

 

რძის პროდუქტს აწარმოებთ, თუ ნედლ რძეს ყიდით?

 

- ჩვენ არ ვართ რძის გადამამუშავებლები, მხოლოდ მის წარმოებას ვახდენთ. გადამამუშავებელი საწარმო დედოფლის წყაროშია, რომელსაც თვითონ მიაქვს რძე. ვისაც სუფთა რძეზე მუშაობა უნდა, ის ყოველთვის ცდილობს ჩვენგან წაიღოს.

 

რამდენს გიხდიან 1 ლ რძეში?

 

- ერთ ლიტრ რძეში 65 თეთრს გვიხდიან ზამთარში, როდესაც ძროხა ყველაზე ცოტას იწველის. ზაფხულში, მაღალი წველადობის პირობებში ფასი 30 თეთრამდე ჩამოდის. ასეთი დაბალი ფასი იმიტომაა, რომ ნატურალური სუფთა რძე სამწუხაროდ აღარ ფასობს. რძის პროდუქტების მწარმობელები უფრო მეტად რძის ფხვნილს ხმარობენ და ისიც ღმერთმა უწყის საიდან შემოტანილს და როგორი ხარისხისას. მაგრამ რაკი ის აღდგენილი რძეა, მაინც რძის პროდუქტი ჰქვია.

 

ხელით წველით ძროხებს?

 

-დიახ. ხელით ვწველით.

 

...და ეს ფაქტი ხომარ განაპირობებს, თქვენ შემთხვევაში, რძის დაბალ ფასს? ვგულიხმობ ჰიგიენის დაცვას, ხარისხს...

 

-მთავარია ჰიგიენის დაცვა. ხელით წველა არ არის პრობლემა. ჰიგიენას ვიცავთ და რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც ჩვენი რძე მიაქვს თვითონ ამოწმებს ამ ყველაფერს და მაგ მხრივ პრობლემა არ გვქონია.

 

ანუ, დღიურად 10-15 ლიტრის მოწველის შემთხვევაში ერთი ძროხისგან თვეში მაქსიმუმ 450 ლიტრ რძეს იღებთ. შესაბამისად, თვეში ერთი ძროხისგან საუკეთესო შემთხვევაში 300 ლარის შემოსავალი გაქვთ. რა გიჯდებათ 1 ძროხის შენახვა, თვენი ხარჯი ხომ არ აჭარბებს მოგებას?

 

- ციფრებში ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ, ნედლი რძის მწარმოებელები ძალიან ცუდ დღეში ვართ მისი დაბალი ფასის გამო. შესაბამისად, მოგებაზეც ვერ გავდივართ. ჩვენი ფერმერები, როდესაც ამბობენ, საქონლის შენახვა და კვება ძვირი მიჯდებაო, აბსოლუტურად მართლები არიან. იმისათვის, რომ უწყვეტად ვაწარმოოთ რძე, ყველა სეზონზე საქონელმა შესაბამისად დაბალანსებული საკვებიუნდა მიიღოს. დამატებითი კვებაა საჭირო ზაფხულში, როდესაც ბალახი გადამწვარია ან ზამთრის ყინვაში. ეს კი საკმაოდ ძვირია რძის ფასთან შედარებით. მიზეზი - წველადობა ამ ორ სეზონზე მინიმალურად დაბალია, ხოლო ხარჯები მაქსიმალური, რაც შემოსავლებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. თუ ეს პირობები არ იქნა გათვალისწინებული და სახელმწიფოს მიერ რძის წარმოება სუბსიდირებული, მესაქონლეობა ქვეყანაში არა თუ ვერ განვითარდება, არამედ ჩაკვდება კიდეც.

 

ამ პრობლემებს სასწრაფო გადაჭრა სჭირდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სოფლებს მიმდებარე ტერიტორიაზე საძოვრები გაუყიდეს. ამ მიზეზის გამო მთელ სოფელში შეიძლება ასი სული მსხვილფეხა რქოსანიც ვეღარ იპოვო. ხარჯებს მნიშვნელოვნად გვიზრდის სახელმწიფოსათვის გადახდილი საიჯარო ქირაც...

 

თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ წინ გადამდგმული ნაბიჯია ცხოველთა პასპორტიზაცია-რეგისტრაციის სისტემის ამოქმედება...

 

- დიახ. საქონლის პასპორტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ასევეა სახელმწიფო პროგრამაში მოქცეული სავალდებულო აცრები. მაგრამ პრობლემაა ფერმერების ნაკლები ინფორმირებულობა. წარმოიდგენეთ, რომ ფერმების უდიდეს ნაწილში არ არის დენი, წყალი, ფერმამდე მისასვლელი გზა და რომელ ევროპულ სტანდარტებზეა საუბარი. ძველი ფერმების შენობები ფიზიკურადა გაცვეთილი და ძვირადღირებული აღდგენა-რეკონსტრუქცია სჭირდება. შესაბამისად შეუძლებელია რძის წარმოების მარეგულირებელი სტანდარტების დაცვა.

 

მოწმდება და კონტროლდება პირუტყვიც, მაგრამ ეს საკმარისი არაა. უნდა შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოხდეს დაავადებული საქონლის ჩანაცვლება ჯანმრთელი საქონლით. კერძოდ, თუ ფერმერს ასაკოვანი ნაკლებად პროდუქტიული ძროხები ჰყავს, ისინი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა გაიგზავნოს. მაგრამ, სამაგიეროდ რას შევთავაზებთ სანაცვლოდ?!

 

სახელმწიფომ ან უნდა გადაიხადოს კონპენსაცია ამ ძროხებში, რომელიც ფერმერის ოჯახის მარჩენალია, ან უნდა მოვუყვანოთ ჯანმრთელი მოზარდი, რომელსაც გაზრდის და სათანადო ყურადღებას მიაქცევს, რომ არ დაავადდეს. ევროპის ქვეყნების მსგავსად ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. გლეხმა კი შესაბამის ზომებს მიმართოს, რათა ძროხა სასაკლაოზე წასაყვანი არ გახდეს.

 

 

რას ფიქრობთ თქვენ ფერმერთა როლსა და ინფორმირებულობაზე, მითუმეტეს თუ ეს ცხოველთა დაავადებებს ეხება?

 

- ეს პრობლემა უკიდურესად აქტუალურია, რადგან მათი აქტივობა ძალზე დაბალია. ფერმები ისევ ძველ ყაიდაზეა მოწყობილი და ელოდებიან როდის ვინ რას მიუტანს, ასევე არ იგრძნობა სიახლეების დანერგვისადმი სწრაფვა. ამიტომ ფერმერებმა სახელწიფოოს მხრიდან მეტი უახლესი ინფორმაცია უნდა მიიღონ იმისათვის, რომ ქვეყანაში მესაქონლეობა განვითარდეს. ეს საკითხი ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი.

 

მაგალითად?

 

- არსებობს დაავადებები რომელიც, ცხოველისაგან ადამიანზე გადადის. ასეთია ჯილეხის ვირუსული დაავადება და ბრუცეროზი.

 

ქალბატონო ირინე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით 2018 წელს, ადამიანებსა და ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები შემცირებულია. როგორც მახსოვს, 2017 წელს 100, 000 მოსახლეზე 0.9 ჯილეხის შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018-ში კი აღნიშნული ნიშნული 0.6 შემთხვევამდე შემცირდა.

 

-შესაძლოა შემცირდა ჯილეხის შემთხვევაში, მაგრამ ახლა ძალიან ინტენსიურად გავრცელდა დაავადების ახალი სახეობა - აზიური ყვავილი, რომელიც ადამინებშიც დაფიქსირდა. ფერმერებს ამის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რათა მათი პრევენცია მოახდინონ. ამასთანავე, ძალიან ცოტა ისეთი ფერმერია, ვინც ცდილობს სიახლე დანერგოს. ფერმერმა მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან.

 

როგორი ფქრობთ, რა ფორმით უნდა მიიღოს ფერმერმა ეს ინფორმაცია?

 

- მე მომხრე ვარ იმისა, რომ არაფორმარული განათლებით პოპულარული ენაზე მივაწოდოთ ფერმერს ის ცოდნა, რაც მას ყველაზე მეტაც სჭირდება. თანაც იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტი თავისუფალი დრო აქვს და იმ ადგლზე, რაც მისთვის ყველაზე მეტადაა ხელსაყრელი. ძალიან კარგია კოლეჯები, მაგრამ ფერმერს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ თვეობით იჯდეს იქ. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს არაფორმალულ განათლებას უშუალოდ სამუშაო ადგილებზე.

 

თქვენ, როგორც საზღვრისპირა ფერმერი, რა პრობლემების წინაშე დგახართ?

 

- ყველაზე დიდი პრობლემა ფერმამდე მისასვლელი გზაა და ვფიქრობ პირველ რიგში ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. საზღვრისპირა ფერმერებისთვის სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სპეციალური პროგრამა, რადგან ჩვენ არ ვართ უბრალოდ ფერმერები, ჩვენ მესაზღვრეებიც ვართ.

 

2010 წელს ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა ევროკავშირის ატაშე. ზაფხულის თვე იყო და პირველივე კითხვა, რაც ამ სიცხისგან გაწამებულმა კაცმა დამისვა: რას გიხდით სახელმწიფო თქვენ, რომ აქ ხართ? ევროპაში ასეთი ფერმერები აღიარებული არიან როგორც მესაზღვრეები და არანაირი გადასახადი არ ეკისრებათ. უფრო მეტიც, მათ როგორც მესაზღვრეებს სახელმწიფო იქით აფინანსებს...

 

ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა.

 

 

ქალბატონო ირინე ,თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენს ბიზნესს მოგება არ მოაქვს, მაშინ რა არის თქვენი მოტიცავია? რისთვის ხართ აქ?

 

- გადარჩენაზე ვმუშაობთ. მაქსიმალურად ცდილობთ, რომ არ დავტოვოთ ის ერთი გოჯი მიწაც კი, რომელიც საზღვარს იცავს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ჩვენს გარშემო მიწები გაყიდულია, რომ ჩამოხვიდეთ ალბათ 3-4 ქართველიღა დაგიხვდებათ. აქ ნახავთ აზერბაიჯანელებს, თურქებს, ირანელებს და ინდოელებსაც კი. უბედურებაა, რომ მთელი საზღვრისპირა რეგიონში უცხოელებს აქვთ მიწები ნაყიდი. 

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, მაგრამ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილები და გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას 2020 წლისთვის გაზრდის.

 

"ჩვენ გვაქვს უნიკალური ბუნება და ვფიქრობ, საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, ჰქონდეს წარმატებული მწვანე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობაში ეს უნდა გადავთარგმნოთ ორგანულ წარმოებაზე, ე.წ. ბიოწარმოებაზე. ჩვენ უნდა გავყიდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აგროპროდუქცია. ამას სჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური გზით", - აღნიშნა პრემიერმა.

 

პრემიერის განცხადებით, მევენახეობის მხრივ გაწეულმა მხარდაჭერამ არ დააყოვნა და გასულ წელს, ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს მეწარმეებმა.

 

"არ შემიძლია არ შევეხო რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდამჭერებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართ, რომელიც ან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით არის ერთგვარი სუბსიდია. მაქვს ძალიან მარტივი პასუხი. შარშან, ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა ექსპორტმა სოფლის მეურნეობის პროდუქტის, ასევე შარშან კახეთში, ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი. მევენახეობას იცით, რომ ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა",- განაცხადა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში სუბსიდია აუცილებელია.

 

"მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერცერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები სოფლის მეურნეობის დარგში. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, პირიქით, ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არაეფექტური იყოს, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილები, დოვლათი და გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ და ლევანს {სოფლის მეურნეობის მინისტრი} აქვს დავალება, რომ რებიუჯეტირების დროს, წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე",- განაცხადა პრემიერმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » August 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?