კანადაში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისთვის Microsoft-ი და Facebook-ი კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

Microsoft-ი და Facebook-ი უკვე შეთანხმდნენ, რომ ოქტომბერში კანადაში დაგეგმილ არჩევნებში ყალბ ამბებს და ბოტებს გამოუცხადებენ ბრძოლას.

 

მანამდე არჩევნებში ჩარევასთან ბრძოლის განყოფილება (War Room) Facebook-მა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში შექმნა. ერთ-ერთი ბოლო იყო ევროკავშირიც, რომლის მიზანიც ევროპარლამენტის არჩევნების ფონზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

 

არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება. ბოლო რამდენიმე წელიწადში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.

 

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. 

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.