აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსების პერმანენტულად შეწყვეტის შესახებ ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში, ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი „გაუმჯობესებები“ არ გამოიკვეთება. დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, მის მიერ გაგზავნილი წერილის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციის შეცდომებზე საუბრობს, მათ შორის ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსის საფრთხის თავდაპირველად იგნორირებაზე.

 

„აშკარაა, რომ ის არასწორი ნაბიჯები რაც თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ გაატარა, მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა. ერთადერთი გზა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დარჩა არის ის, რომ დაამტკიცოს ჩინეთისგან დამოუკიდებლობა... თუ ორგანიზაციას არ ექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები მომავალი 30 დღის მანძილზე, მე პერმანენტულად გავყინავ აშშ-ის სახელმწიფო დაფინანსებას ორგანიზაციისთვის და გადავხედავ მასში ჩვენი წევრობის საკითხს“, - წერს დონალდ ტრამპი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.