ჩიკაგოს მერმა, ლორი ლაითფუტმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Chicago Sun Times-ი ავრცელებს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რა თამაშს თამაშობს ჩვენი პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს ყველასათვის ნათელია. მას სურს, შეცდომები ადგილობრივ დემოკრატ ლიდერებს მიაწეროს, რათა თავის ამომრჩევლებს ასიამოვნოს. მისი მიზანი პოლარიზების გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების დესტაბილიზაცია და რასიზმის საფუძველზე დაპირისპირების წაქეზებაა. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. მინდა შევნიღბო ის, რაც ტრამპს უნდა ვუთხრა. ეს არის ორი სიტყვა: პირველი f-ზე იწყება, ხოლო მეორე არის you“, - განაცხადა ჩიკაგოს მერმა.

 

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

 

 

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.