Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ირანში დაკავებული ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი მაიკლ უაითი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

თეირანიდან უაითი შვეიცარიაში გადაიყვანეს, საიდანაც სამშობლოში შვეიცარიის სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნებენ. უაითს 13 წლიანი პატიმრობა ირანის ხელისუფლების შეურაცხყოფის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი. ციხეში ის კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინდოეთის მთავრობამ პაკისტანელ მეთევზის კუთვნილი მტრედი გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც სამხედროებმა დაადგინეს, რომ ფრინველი ჯაშუში არ არის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მტრედი 28 მაისს გაათავისუფლეს, რადგან საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მთავრობაში არ აკონკრეტებენ სად გაუშვეს ფრინველი და დაუბრუნდა თუ არა ის მფლობელს.

 

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

 

მტრედის პატრონმა ფრინველის გათავისუფლების თხოვნით ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა.

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მაკაკამ ბანკომატი გაძარცვა. ამის შესახებ Times Of India წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბანკომატი შენობაშია განთავსებული და მისი გატეხვის შესახებ სამართალდამცველებს იქ მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებმა შეატყობინებს. ბოროტმოქმედმა აპარატის გახსნა მოახერხა. პოლიციელებმა მისი ვინაობის დასადგენად კამერების ჩანაწერების ნახვა გადაწყვიტეს.

 

აღმოჩნდა, რომ დანაშაული მაიმუნმა ჩაიდინა. ის ბანკომატს ჩამოეკიდა, რის შემდეგაც აპარატი გაიხსნა. ამის შემდეგ ცხოველი ბანკომატის შიგთავსს აკვირდებოდა და დანაშაულის ადგილი დატოვა.

 

ვლადიმერ პუტინმა ციმბირში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მდინარე ამბარნაიაში 20 ათასი ტონა ნავთობი ჩაიქცა. შემთხვევა 2 დღის წინ ქალაქ ნორილსკში მოხდა. მდინარე ტბას უერთდება, ამ ტბიდან კი კიდევ ერთი მდინარე გაედინება, რომელიც ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეს უერთდება.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ ინციდენტიდან 2 დღის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მეშვეობით შეიტყო.

18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ისრაელის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ბენი განცის მიერ ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტს მხარი კნესეტის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 46 იყო. ამის შემდეგ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრად, განცი კი ალტერნატიულ პრემიერად აირჩიეს.

 

ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.

 

20 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და ისრაელის პარლამენტის სპიკერის, ბენი განცის პარტია „კახოლ-ლავანმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე.

 

შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწადნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შეცდომით საკუთარი გემი ჩაძირეს. ინციდენტი ომანის ყურეში სამხედრო სწავლებისას მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

რაკეტა დამხმარე გემ Konarak-ს მოხვდა, რის შედეგადაც ის ჩაიძირა. Anadolu-ს ცნობით, გარდაცვლილია სულ მიცრე 20 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური თეირანი ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ინდოეთის ქალაქ გონდალის მკვიდრმა, კაპილ მარაკანამ დამოუკიდებლად შეძლო მიწიდან ამოსვლა მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედებმა ცოცხლად დამარხეს. ინფორმაციას The Times of India ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სამართალდამცველების ცნობით, კაცი ცოცხლად მისმა ყოფილმა უფროსმა დამარხა, რომელიც მარაკანას ზარალში ადანაშაულებდა. თანამონაწილეებთან ერთად მან კაცი ჯერ სცემა, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრა და დამარხა. მარაკანამ გათავისუფლება მოახერხა და მიწიდან ამოძვრა, რის შემდეგაც ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და პოლიციელებს მომხდარის შესახებ უამბო. ბოროტმოქმედები დააკავეს.

ისრაელში ჩინეთის ელჩი დუ ვეი გარდაცვლილი იპოვეს. Bloomberg-ის ცნობით, ელჩის გარდაცვალების შესახებ ცნობები ისრაელის საგარეო სამინისტრომაც დაადასტურა.

 

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. ისრაელური მედიის ცნობით, დუ ვეი, რომელმაც ისრაელში თავისი მოღვაწეობა 2 თვის წინ დაიწყო, გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

 

სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, ცეცხლი ჩრდილოკორეულმა მხარემ გახსნა, რის შემდეგაც სამხრეთკორეელმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს.

 

გარდა ამისა, სამხრეთ კორეა ოფიციალურ ფხენიანს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ განმარტებები მოითხოვა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

Samsung-ის ყოფილმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულში, მოძრაობის კამერის ანძაზე 354 დღე გაატარა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასე კაცი კომპანიიდან თავის გათავისუფლებას აპროტესტებდა. აქცია მან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც Samsung-მა ბოდიში მოუხადა და კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა.

 

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. საკვებს და ტანსაცმელს მას თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

 

კიმ იონგ ჰი 1995 წელს, პროფკავშირის ჩამოყალიბების მცდელობის გამო გაათავისუფლეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უცნობი მიზეზით კვლავ გაუჩინარდა. კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე უკვე 12 დღეა არ გამოჩენილა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

 

„შესაძლოა, ის ნამდვილად ჭრის ლენტს ფაბრიკების გახსნაზე, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის შემოწმება, ნამდვილია თუ არა ეს ფოტოები“, - აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ო'ბრეიენი.

 

2 მაისს კიმ ჩენ ინი, 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, სასუქის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე გამოჩნდა. 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირველად 20 დღის განმავლობაში საჯაროდ გამოჩენის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.

 

პირველად ოცი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პირადად გახსნა სუნჩხონის სასუქის ქარხანა.

 

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

 

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

 

 

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?