ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მინისტრის თქმით, საბაჟო სამსახურთან უნდა გაირკვეს, თუ რატომ ინახებოდა აღნიშნული ნივთიერება პორტში.

 

მანამდე ლიბანის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა აბას იბრაჰიმმა უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის საწყობზე აფეთქებას უკავშირდება.

 

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.