Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი, როგორც „მწვანე ქვეყნები“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

 

„მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. თუკი აღნიშნული მიიღწევა, საქართველოში შემოსვლა და გასვლა კორონავირუსის არქონის დამადასტურებელი ცნობების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველით, რომ ეს ასე განხორციელდეს. ის ქვეყნები, რომლებიც არის ოფიციალურად „მწვანე“, ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაწესებას.

 

თურნავას თქმით, ამ რეგულაციებში არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ტურიზმის სექტორი ვერ შეძლებს.

 

„იმის გამო ეპიდემია ჯერ კიდევ არსებობს და ეს საფრთხე არსად არ წასულა, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ეკონომიკა და ბიზნესი იხსნება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არ არის, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოში ჩვენი ადგილი განვამტკიცოთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილი,“ - განაცხადა თურნავამ.

ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

 

ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

 

დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

 

რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები. რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ამ შემთხვევაში მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.

 

კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

 

რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კვლევის თანახმად, ამერიკელი მილიარდერების ქონების საერთო ღირებულება 3.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე პანდემიის დაწყებისას იყო. მაგალითისთვის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 18 მარტიდან 36.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6-მა მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა.

 

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა კიდევ 1.9-მა მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა. მინისტრმა ელექტროგამათბობლებისა და მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ საწარმობის მხარდაჭერა, რომლებსაც პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია.

 

ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის Groupe Atlantic-ის შვილობილმა კომპანიამ, „ატლანტიკ საქართველომ“, რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს, საქართველოში, კერძოდ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე საწარმოში 135 ადამიანია დასაქმებული. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში ახალი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

 

კომპანია AE Solar-მა ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების ქარხანა გახსნა. ქარხანა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 16 000 კვ.მ. ფართობზეა მოწყობილი და ავტომატური რობოტიზებული კონვეირებითაა აღჭურვილი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი.

 

ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მილიონ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს. კომპანია წლის ბოლომდე წარმოების სამჯერ, დასაქმებულთა რაოდენობის კი 300-მდე გაზრდას გეგმავს.

1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

 

8 ივნისიდან კი აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

 

„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, - განაცხადა გახარიამ.

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

 

Target-ის თანამშრომლები ყველაფრის მიუხედავად 14 დღიან ანაზღაურებად შვებულებაში იქნებიან.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 

ძირითადი რეკომენდაციები:

 

- უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;

 

- ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

 

- ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

 

- აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;

 

- მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;

 

- მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

 

- აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით.

 

- უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;

 

- უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;

 

- უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით;

 

- ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

 

- საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

პირველი ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან რესტორნებში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, 8 ივნისიდან გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამისნისტროს შესაბამისი შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო.

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს.

 

ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

 

Nissan-ის დირექტორი მაკოტო უტიდა აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ შეისწავლა ვითარება და ამ არასასიამოვნო გადაწყვეტილებამდე მივიდა.

 

კომპანია პოზიციებს შეინარჩუნებს იაპონიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

 

დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა. მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

 

ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

რეკომენდაციები ავტოტექმომსახურებისთვისაც განისაზღვრა. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ“.

 

„რაც შეეხება ავტოტექმომსახურებას, აქაც ვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ მისი პრაქტიაში რეალიზება მოხდება, უნდა ხდებოდეს წინასწარ დაჯავშნით ავტომობილის გადაცემა. სპეციალურად გამოყოფილი პირი პერსონალიდან საჭეს ასუფთავებს შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარით და გადაჰყავს მომსახურებისთვის. ეს არის განსხვავებული რეგულაცია, რომელიც განვსაზღვრეთ ავტოტექმომსახურებისთვის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

რაც შეეხება საბითუმო სავაჭრო ობიექტებს, აქ რიგის დაცვისთვის შესაბამისი სტიკერები უნდა იყოს. თუ განიავება ვერ ხერხდება, კონდიცირების სისტემამ უნდა იმუშაოს.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?