4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, SKY UP AIRLINES -მა ოდესიდან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა. იმისათვის, რომ შკყUპ Aირლინეს-ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SKY UP AIRLINES -ის საიტზე ბილეთის ყიდვისასაა შესაძლებელი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს.

 

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ“,- განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

„უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.