საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, „ბილაინი“ მომხმარებლებს უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს ერთთვიან პრემიუმ პაკეტზე წვდომას აძლევს. როგორც „გლობალპრესს“ ბილაინიდან აცნობეს, Busuu უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და მსოფლიოში პოპულარული პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით.

 

„Busuu უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვ. ამჟამად პლატფორმა 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

 

პრემიუმ პაკეტით სარგებლობისთვის მომხმარებელი შედის ვებგვერდზე   https://beeline.ge/promo   და გადის მარტივ ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ით ვაუჩერის კოდს იღებს. ამის შემდეგ მომხმარებელი გადის რეგისტრაციას Busuu-ს ვებ-გვერდზე და ანგარიშის ძირითად მენიუში ირჩევს „Redeem a Voucher” სადაც შესაბამის ველში SMS-ით მიღებული კოდი შეყავს და სარგებლობს 1 თვიანი პრემიუმ პაკეტით სრულიად უფასოდ.

 

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.