ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაწერეს.

 

პროფკავშირების წარმომადგენლის, გაგა ისაკაძის თქმით, 66 წლის კაცმა ჯანმრთელობის გეგმური შემოწმებისას სპეციალური კომისია ვერ გაიარა. მას ქრონიკული ბრონქიტი დაუდგინდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ დროებით ალტერნატიული სამსახური შესთავაზა.

 

დასაქმებულმა შეთავაზება გააპროტესტა და ცვლილებაზე ანაზღაურების გამო კატეგორიული უარი განაცხადა.

 

როგორც მეშახტე ამირან ბოჭორიშვილი აცხადებს, ვენების გადაჭრის მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაცია ხელფასს უმცირებს.

 

„900 ლარი არ მყოფნიდა და 300 ლარს საიდან ვიმყოფინებ? მარჩენალი მეტი არავინ არის, ოჯახს მე ვარჩენ.. ვენები დირექტორის კაბინეტში გადავიჭერი“,- აცხადებს „მთავარ არხთან“ საუბარში მეშახტე.

 

როგორც ექიმი იური ელიაშვილი განმარტავს, პაციენტს ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა.

 

„მეშახტე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 საათსა და 45 წუთზე შემოიყვანა. აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა, ერთი 7-8 სმ-ის, მეორე 4 სმ-ის. დაუმუშავდა ჭრილობა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, გავუკერეთ ჭრილობა და შევუხვიეთ“,- აცხადებს ექიმი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.