„ფრონტერას“ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მივესალმებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განუცხადა, რითაც „ფრონტერასთან“ დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

„ჩვენ მივესალმეთ გუშინ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის ღია საუბრისთვის, კომუნიკაციისთვის კომპანიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კარგი იქნება თუ მოხდება ეს კომუნიკაცია, მოლაპარაკება და ეს საკითხი დიალოგისა და შეთანხმების მიღწევის გზით გადაწყდება. საქართველოს მხრიდან სურვილი კომუნიკაციისა და ღიაობა არსებობს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.