მე მღვდელმთავარს ვენდობი ცალსახად და ვერ ვიტყვი რომ ის ცრუობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის განცხადებაზე დამადასტურებელი საბუთები უნდა წარადგინოს, - ასე აფასებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ჟურნალისტებთან ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებს.

 

„რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა, სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ იმსჯელებს ამ საკითხებზე“,- აცხადებს მეუფე საბა.

 

მანვე უპასუხა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, თუ საკითხს სინოდი განიხილავს. მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.