მიმაჩნია, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან უსამართლოდ გადამაყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრემ განუცხადა.

 

"დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ გადამაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილება“, - განაცხადა მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრემ და შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, აღნიშნა, რომ სინოდის თავმჯდომარეს გულისხმობდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.