საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცა გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებული იქნება მკაცრი ზომები.

 

ოქმში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სინანული გამოხატა არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

 

„წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

 

წმინდა სინოდმა განაჩინა:

 

მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, - აღნიშნულია წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.