Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.

 

ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები.

 

სოფ. ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები“, - აცხადებენ სუს-ში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ახალ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ფორმატის მონაწილეებს პანდემიის ფონზე პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

 

„მტკიცედ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, გვერდით გადადონ განსხვავებული პოზიციები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობის გამწვავება გამოიწვიოს. აქცენტი თანამშრომლობაზე უნდა გაკეთდეს, რეგიონის მთელი მოსახლეობის სასიკეთოდ და COVID 19-ის პანდემიის საერთო საფრთხის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გამყოფ ხაზთან ნიშნების აღმართვა რეგიონში ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს.

 

„სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ ნიშნების აღმართვა ადგილზე დაძაბული ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობს და ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო სახსრებს ართმევს“, - ნათქვამია ტექსტში.

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 17 აპრილს განახორციელეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც სექტემბერში გაიმართა და შესაბამისად, გააუქმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

 

2019 წლის 8 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა, რომელმაც ხმათა 47.39 % დააგროვა, ოპოზიციის კანდიდატმა პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ 46.17 % დააგროვა.

 

კვიწინიამ 11 სექტემბერს „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა. 20 სექტემბერს სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კანონიერად ცნო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.

 

ისინი უკვე ხურვალეთში სახლში იმყოფებიან და ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17-აპრილს დააკავეს და არსებული ინფორმაციით, ახალგორში კარანტინში გადაიყვანეს.

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.

 

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიმართ დაწესებული უკანონო შეზღუდვები მოხსნილია.

ვრცელდება ინფორმაცია რომ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი რძალი ოკუპანტებმა დააკავეს. ისინი ცხოვრობდნენ სახლში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

 

სუს-ის განცხადებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება

აფხაზური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ და შენობაში დარჩენას მანამდე გეგმავენ, ვიდრე „სახელმწიფოს მეთაურის“ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. ამის შესახებ „ტასს“ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ახრა ავიძბამ განუცხადა.

 

„პირადად, მსურს დავინახო სიცხადე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ხალხსაც ეს სურს. ჩვენ ამ მიზნით მოვედით აქ. მიტინგს დავასრულებთ, როდესაც ამბიციებზე კეთილგონიერება გაიმარჯვებს. როდესაც ახალი არჩევნები დაინიშნება, შენობას დავტოვებთ“ , - განაცხადა ავიძბამ.

 

მანვე დააკონკრეტა, რომ პროტესტის მონაწილეები გამოდიან კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნაა, მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ დაიცვას კონსტიტუცია, მათ შორის, არჩევნების ნაწილში.

 

„ჩვენ ხაჯიმბასთან მოვედით და გამოსვლა ვთხოვეთ - გვინდოდა განგვემარტა, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩვენი კონსტიტუციის გარანტი და დანიშნოს არჩევნები თავისი ნებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. გამოვიდა მისი დაცვა და დაიწყო ვითარების პროვოცირება“, - განაცხადა ავიძბამ.

 

მისი თქმით, დღევანდელ მიტინგზე 200-300 ადამიანი გამოვიდა, რომელთა მხრიდან აგრესია არ არის.

„პირველად მომეცა შესაძლებლობა, მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში, ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - ამ სიტყვებით აღწერა ამერიკის ელჩმა ის ვითარება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას დახვდა.

 

კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.

 

ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება.

 

განსაკუთრებით კოვიდის19-ის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია.

 

როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ნახვა“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს.

 

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

უწყება აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

 

„კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს, ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს, გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით.

 

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს სამინისტრო.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და მოუწოდებს „საკუთარ პრობლემებს მიხედოს“.

 

„ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“,- წერს კოვე.

 

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

სოხუმში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ბჟანიამ ფიცი აფხაზურ ენაზე დადო, რის შემდეგაც პრეზიდენტის მოვალეობის ე.წ.-მა შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მას ძალაუფლების სიმბოლოები გადასცა.

 

კორონავირუსის საფრთხის გამო ცერემონიას რუსეთის დელეგაცია არ ესწრებოდა.

 

ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 23 მარტს გაიმარჯვა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. შედეგად 30 მეტრამდე მიწის ფართობი მოექცა ე.წ. საზღვრის იქეთ, რადგან ოკუპანტებმა ადგილზე მიიტანეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, ბოძები.

 

შედეგად, ადგილობრივებს მიწის დამუშავების პრობლემა შეექმნებათ. ამასთან, ოკუპანტების მიერ შემოღობილ მხარეს სასაფლაოც მოჰყვება.

 

სახელწმიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია. ასევე ინფორმცირებულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები.

 

„მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - აცხადებენ სუსში.

ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანია სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებს შეუერთდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი" ავრცელებს.

 

სააგენტო ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციის შენობასთან ვითარება მშვიდია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, მის დატოვებას არ აპირებენ.

 

ასლან ბჟანია 2019 წლის აპრილში მოსკოვის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. მასთან ერთად საავადმყოფოში, იმავე სიმპტომებით, მისი დაცვის ორი თანამშრომელიც მოხვდა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?