Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7798
EUR
3.1442
RUR
0.0441
GBP
3.522

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.

 

სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. ამოქმედებული იყო „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით მოხდა ევროკავშირის მისიის ინფორმირება.

 

ოკუპანტები ოთარ სამნიაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი მუშაობისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე დაძაბულობის შემცირების კუთხით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში.

 

„იმისათვის, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ხალხის ინფორმირება ახალი საზღვრის ხაზებზე და მათი გადაკვეთის წესებზე. საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ცხადყოფენ, რომ იქ, სადაც დაყენებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, უნებლიე დარღვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ასევე მცირდება დაკავებების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები ჯერ კიდევ მზად არ არიან მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც რეალურად შეამცირებს დაძაბულობას საზღვრისპირა ტერიტორიაზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისხმევა, რომლებიც ცალმხრივად აყენებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ღობეები, საკმარისი არ არის ამგვარი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საზღვრები საქართველო და აფხაზეთს შორის და საქართველო და სამხრეთ ოსეთს შორის არაერთგვაროვნად არის ინტერპრეტირებული“.

 

„ხალხი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, დამნაშავე არ არის და უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ცხოვრების ახალი პირობები გასაგები და ნათელი იყოს, ვინაიდან ცხოვრება გრძელდება: ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ადრე, დაკავებულია მიწათმოქმედებით, ნათესავებთან მიმოსვლით. პერიოდულად, ხშირად ისე რომ არ იციან, კვეთენ ახალი სახელმწიფო საზღვრების ხაზებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის და რომ მსოფლიოს ახსოვს, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საოკუპაციო ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე მისი ტერიტორიული საზღვრების შეცვლის მცდელობებს. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და შრომობს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ. შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და გარდაცვალების ფაქტებით და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

 

როგორც “გლობალპრესს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. “ვადასტურებთ, რომ დაკავებულია ერთი პირი.

 

მიმდინარეობს მუშაობას მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?