Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8265
EUR
3.0515
RUR
0.0443
GBP
3.6405

ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაქვთ თქვენ, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს.

 

შეკამათება დოლიძესა და მეთოფიშვილს შორის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ჯანეზაშვილის პოზიცია და საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ დააყენეს. საბოლოო ჯამში, საკითხი ისევ ღიად რჩება და ჯერ კიდევ გაუგებარია, გამოიტანს თუ არა ჯანეზაშვილი ამ ინიციატივას მომდევნო სხდომაზე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამ ინიციატივის გადადების მომხრეა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკითხს მეტი მომზადება სჭირდება. ანა დოლიძე კი პირიქით, საკითხის გადადებას მხარს არ უჭერდა.

 

„ასეთი ოდიოზური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც კი არ მოიპოვება. ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის საბჭოში გაქვთ თქვენ. საინტერესო არ ხართ",- მიმართა ანა დოლიძემ მეთოფიშვილს.

 

მეთოფიშვილმა კი განაცხადა, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „პოლიტიკის შეყვანა" მოახერხა.

 

„კრიტერიუმების გარეშე ამ დარბაზში თქვენი შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დოლიძის საპასუხოდ მეთოფიშვილმა.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენას ეხება, ის რამდენიმე პუნქტიანია. მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის შესულია კომისიაში და კომისიასთან ერთად განიხილავს.

 

"ვივარაუდოთ, რომ განხილვის პროცესშია და შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება".

 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

 

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო

Global Press

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადავიდა.

 

ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა 28-მოსამართლემდე უნდა გაიზარდოს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი აირჩევს. ასევე, პარლამენტი 10 წლის ვადით აირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრთაგან შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

 

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. კონსტიტუციური რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

Global Press

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.

Global Press

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, დადუნაშვილის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო,

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი აკეთებს რაღაც გათვლებს და პროგნოზებს, ცრუ ინფორმაციას აჟღერებს და მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრების დაკომპლექტება მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება.

 

„პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომელიც გვთავაზობს ახალ რეგულაციებს უზენაესი სასამართლოს წევრების დასაკომპლექტებლად.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით ექნება უფლებამოსილება, წარუდგინოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს წევრები იქნებიან არჩეული, ერთ-ერთი წევრი იქნება წარდგენილი კვლავ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად.

 

შეხვედრები გვქონდა, მათ შორის, უცხოელ ექსპერტებთან რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც დაგვეხმარება უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევაში. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე როგორც რეგულაციების შემუშავებისას, ასევე შემდგომში. ასევე ვერ გეტყვით, რა ვადები დასჭირდება ამ ყველაფერს. ზოგიერთი არამოსამართლე წევრი აკეთებს რაღაც გათვლებს და პროგნოზებს, ცრუ ინფორმაციას აჟღერებს და მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე საუბრობს. ვფიქრობ, ეს არასწორია და ასე არ იქნება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » February 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?