„აიცილე ლევან მურუსიძე“ - ადვოკატები მურუსიძის აცილებას მის წარსულთან დაკავშირებული კითხვების, რეპუტაციისა და მიკერძოებულობის გამო ითხოვენ. კამპანიაში ამ ეტაპზე 10-მდე ადვოკატია ჩართული. მისი ერთ-ერთი ინიციატორი, გიგი სისვაძე არ გამორიცხავს, რომ მომზადდეს შესაბამისი პეტიციაც და ამტკიცებს, რომ ადვოკატების მიერ მოსამართლის აცილებას მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს. კამპანიაში ჩართული ადვოკატები მურუსიძესთან ერთად კიდევ 10 მოსამართლის გაშვებას ითხოვენ.

 

"მე ეჭვი შემაქვს სამოსამართლეო ღირსებაში იმ მოსამართლეების, რომლის მიმართაც კითხვები დასმულია და პასუხები ადეკვატური გაცემული არ არის. ადვოკატებმა ამ დროს თავისი სათქმელი უნდა გააკეთონ და თქვან იმიტომ რომ ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ,"-აცხადებს გიგი სისვაძე.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.