უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში ამ ეტაპზე განაცხადი 6 პირს აქვს შეტანილი. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ განაცხადების და კანდიდატების რაოდენობა ვადის ამოწურვის ბოლო კვირაში გაიზრდება.

 

"გუშინ იყო ექვსი კანდიდატი დარეგისტრირებული. საბუთების მიღება გაგრძელდება მომდევნო კვირის ბოლომდე. ჩვენ ველოდებით, რომ აქტივობა იქნება მაღალი უფრო ბოლო კვირაში და ბოლო ეტაპზე, რადგან კონკურსებიც ამის პრაქტიკას გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდი საბუთების მიღების, უფრო აქტიური არის ხოლმე და უფრო არის მაღალი დაინტერესება კანდიდატების მხრიდან", - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

რაც შეეხება კანდიდატების ვინაობას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, კანონმდებლობიდან გამომდინარე კანდიდატების ვინაობის დასახელების უფლება არ აქვს და მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება დასრულდება, კანდიდატების ვინაობა საჯარო გახდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.