იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დასრულდა. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს ჰქონდა შეტანილი. კანდიდატებს შორის იყვნენ, იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრები: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო და რევაზ ნადარაია. მშვენიერაძემ,ბონდარენკომ და ნადარაიმ კანდიდატურები მოხსნეს.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამწესებული მოსამართლეების სრული სია ასეთია:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გამწესდნენ ხატია არდაზიშვილი და ნინო ყანჩაველი. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სამი ვაკანსიიდან მხოლოდ ორი შეივსო. მოსამართლის ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია, რადგან კანდიდატებმა ხმების საჭირო რაოდენობა,მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამწესდნენ დავით ახალბედაშვილი და მიხეილ გოგიშვილი. აღნიშნულ პალატაში ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია, რადგან კანდიდატებმა ვერ მიიღეს იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საჭირო ოდენობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამწესდნენ ბესიკ ბუგიანიშვილი და ვახტანგ მრელაშვილი. აღნიშნულ პალატაში ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია, რადგან კანდიდატებმა ვერ მიიღეს იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საკმარისი ოდენობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში დაინიშნა- პაატა სილაგაძე. აღნიშნულ კოლეგიაში ერთი ადგილი ისევ ვაკანტური რჩება.

 

რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, აქ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ვერც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი ვერ გამწესდა. მიზეზი ისაა, რომ კანდიდატებმა იუსტიციის საბჭოს წევრების ხმათა საკმარისი რაოდენობა, მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს.  ადგილი ისევ ვაკანტურია და კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში: ამ პალატაშიც ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსგავსად ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ვერც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი ვერ გამწესდა. მათ იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საკმარისი ოდენობა, მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში დაინიშნა ლერი თედორაძე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდნენ ნიკოლოზ მარსაგიშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამწესდნენ: ზაზა მარტიაშვილი, ბესარიონ ტაბაღუა, ელისო ტუკვაძე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გამწესდნენ: გიორგი არევაძე, ეკატერინე გაბრიჩიძე, ლიანა ორკოდაშვილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა ჯუმბერ ბეჟანიძე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაინიშნა - კობა გოცირიძე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა ნიკოლოზ მარგველაშვილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოში მარიკა ჩიტაშვილი გამწესდა.

 

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოში დაინიშნა-დავით კეკენაძე.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაინიშნა - ლელა ჭინჭარაული.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოში გამწესდნენ ირაკლი აბშილავა და ფატი ფურცხვანიძე.

 

თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტ მოსამართლედ ახმეტის მუნიციპალიტეტში დაინიშნა - მარინე ცერცვაძე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ხათუნა ნადიბაიძე გამწესდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიაში დაინიშნა -მამუკა ნოზაძე

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ვანის მუნიციპალიტეტში დაინიშნა - როინ კახიძე.

 

სენაკში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა და ერთი ვაკანტური ადგილი რჩება.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ - ალექსანდრე ლომიძე 11 ხმით დაინიშნა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლო - ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა. ხელახალი კენჭისყრითაც, ვერც ერთმა გადალახა ბარიერი.აქაც 1 ვაკანტური ადგილი დარჩა.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოში - ლეილა გურგუჩიანი 11 ხმით დაინიშნა.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში - გიგიტაშვილი ნაირა 11 ხმით გამწესდა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში - ხმა ვერც ერთმა ვერ დააგროვა. პოზიცია ვაკანტურია.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.