Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

 

მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება.

 

თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს.

 

„სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმლური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის,შეზღუდვა და ზეგიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

 

ეპიდემია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამას გარკვეული დისკომფორტი თან ახლავს.ტაქსში მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეზღუდვა ეპიდემიური სიტუაციაზე არის დამოკიდებული",- განაცხადა თამარ გაბუნიამ

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

 

„70 წლის კაცი აჭარის ერთ-ერთ საავადმყოფოში 17 სექტემბერს შეიყვანეს. ​პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. 

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა ბოლო პერიოდში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა.

 

განცხადების თანახმად, საქართველოში 2020 წლის 8 ივლისს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოგზაურებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში საკონტაქტო მონაცემების მითითება.

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარის, სტელა კირიაკიდესის განცხადებით, ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ec.europa-ზე გაქვეყნდა

 

მისი თქმით, შეზღუდვები, შეიძ₾ება ჩვენი ბოლო შანსი იყოს, თავიდან რომ ავიცილოთ ის, რაც გაზაფხულზე მოხდა

 

,,რისკის დღევანდღელი ხლი შეფასება მკაფიოდ ცხადყოფს, რომ სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოში შემთხვევების მზარდი მატება ფიქსირდება, ყველამ მტკიცედ უნდა იმოქმედოს. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი აფეთქების პირველი ნიშნების გამოჩენისთანვე ევროკავშრის წევრი სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ შეზღუდვები დაუყონებლივ მიიღონ. შესაძლოა, ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო, თავიდან ავიცილოთ ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“ - განაცხადა ევროკომისარმა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკური მედია ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ამჟამად ქართველი მწვრთნელი თვითიზოლაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, არველაძის მდგომარეობა შეიძლება ასთმამ გაართულოს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე ამბობს, რომ პაციენტი, რომელიც მათ კლინიკაში გარდაიცვალა, კორონავირუსით არ დაღუპულა და მას სხვა მძიმე დაავადებები ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტს ინსულტი ჰქონდა და კომაში იყო

 

,,კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ. პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის გამო და არა ვირუსის გამო”- ამბობს გია კიკაბიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მეორე კი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში.

 

რაც შეეხება ინფიცირებულებს - დღეს 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ,,მილანის“ შვედ თავდასხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს covid-19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sun-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელი კარანტინშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

როგორც გამოცემა წერს, კლუბის სხვა ფეხბურთელებს, მათი ტესტების პასუხი უარყოფითია.

სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი გარდაცვლილი დაგვემატა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, იწვა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.

 

გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

 

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

 

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

 

„67 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყო მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება",- განაცხადეს კლინიკაში.

საკოორდინაციო საბჭომ აჭარაში ახალი შეზღუდვები დააწესა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.

 

„ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

მისივე თქმით, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

ათონის მთაზე მდებარე მონასტრებში კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, covid-19-ის 8 შემთხვევა წმინდა პავლეს მონასტერის სასულიერო პირს დაუდასტურდა, თითო-თითო შემთხვევა დიდი ლავრისა და წმინდა პანტელეიმონის მონასტრებში დაფიქსირდა

 

როგორც გამოცემა Ekathimerini წერს, ერთ-ერთი 85 წლის ბერის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც ჩრდილოეთ სალონიკის საპორტო ქალაქ პაპნიკოლაუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სამივე მონასტერი მომლოცველებისთვის და ვიზიტორებისთვის ჩაიკეტა

 

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნუულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე უკვე გააგზავნა ეპიდემიოლოგთა ჯგუფი

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?