ბრაზილიის ამაზონში COVID19-ით 60-მდე აბორიგენი დაიღუპა. ამის შესახებ ამაზონის ხალხთა ორგანიზაციის კოორდინაცია (COIAB) იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამაზონის ტომებში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 212 შემთხვევაა გამოვლენილი. ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა ბარეს, კოკამას, მუკუშისა და მუდურუკუს ტომებში, რომლებიც პარასა და ტემბეს პროვინციებში ცხოვრობენ.

 

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ამაზონასი, სადაც აბორიგენთა ტომების ძირითადი ნაწილია კონცენტრირებული, კორონავირუსმა მნიშვნელოვნად დააზარალა. სულ შტატში 12 599 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა რიცხვი კი 1000-ს აღემატება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.