საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 ადამიანს დაუდასტურდა, 32 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 414. ინფექციას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.