​წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ  საავადმყოფოს კლინიკურმა​ მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა. სწორედ აქ მკურნალობს პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„საავადმყოფოს მედპერსონალი, 30-მდე ადამიანი, ვისაც პირდაპირი და ირიბი შეხება ჰქონდა ამ ქალთან, თვითიზოლაციაშია. მათ სწრაფი და PCR-ტესტები ჩაუტარდათ და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

 

კლინიკაში მცხეთის ცხელების ცენტრიდან 2-ჯერ PCR-ტესტით გატესტილი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო. კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, პაციენტი აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული მეშვიდე დღეს გაწერეს და მეცამეტე დღეს, განმეორებით ტესტის დროს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.