საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.