დიმიტრი პესკოვს ორმხრივი პნევმონია აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ცალმხრივი პნევმონიის დროს შესაძლებელია შინ მკურნალობა, მაგრამ თუკი პნევმონია ორმხრივია, საავადმყოფოში დარჩენის გარდა სხვა გამოსავალი არ არის. ეს ვირუსი აბსოლუტურად სისხლისმსმელია“, - ამბობს პრესსპიკერი.

 

„საბედნიეროდ, ექიმებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვირუსი გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია. “ზოგიერთ შემთხვევაში ის ფილტვების ტრომბოზსაც კი იწვევს“, - განაცხადა მან

 

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ის ე.წ. ვირუსების დამბლოკველ ბეიჯს ატარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ის საზიანო იყო, მან ბეიჯის ტარება შეწყვიტა.

 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.