აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია და ვაქცინის შექმნაზე მომუშავე ჯგუფი იმ განზრახვით მუშაობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში შეიქმნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

აშშ-ის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მზად.

 

„ეს სარისკოა. ეს ძვირია, თუმცა თუ სწორად მივყვებით ამას უამრავ დროს დავზოგავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

მისივე თქმით, ფედერალური მთავრობა ვაქცინის საუკეთესო ვარიანტებში ინვესტირებას მოახდენს მანამ, სანამ ისინი დამტკიცებას მიიღებენ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.