ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Interfax-ი მოსკოვში სამედიცინო წრეებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„არსებობს ეჭვი, რომ რამზან კადიროვი კორონავირუსით დაინფიცირდა. იგი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

 

კიდევ ერთმა წყარომ სააგენტო Interfax-ს განუცხადა, რომ გროზნოდან მოსკოვში ჩარტერული ფრეისი ჩამოფრინდა და არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, რამ ზან კადიროვი გადმოიყვანეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.