თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე „სვოჩის“ მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია რამდენიმე საათი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.