ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ჯონი გიგანს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ფიზიკურად ხუთკაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.

 

ჩარკვიანის განცხადებით, მათზე ძალადობა პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი არ დაიცვეს და მათ მხოლოდ აეროპორტში მყოფი ქალბატონები დაეხმარნენ.

 

„ეს იყო ჩვეულებრივი ცემა–ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან ჩანაწერები არ ყოფილაო"- განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას.

 

ჩარკვიანის განცხადებით, მოძალადეებმა მათ განუცხადეს, რომ მათ პოლიტიკური პოზიციის გამო გაუსწორდნენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.