შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.

 

როგორც „GLOBAL PRESS“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ დაკავების ოპერაცია თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო "ალიანსში" ჩატარდა. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

 

ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.