გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გორის პარკში სამართალდამცველებმა ორი კარავი გაშალეს. ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც კარავია გაშლილი, სამართალდამცველების მეთვალყურეობით მიწის გათხრა მიმდინარეობს.

 

არსებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გორში ერთი თვის წინ მოკლული, ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა.

 

მითითებულ ლოკაციაზე შსს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების და ტექნიკის გამოყენებით ნიადაგის გეოსკანირება ჩატარდა. აღნიშნული გეოსკანირების საფუძველზე გამოიკვეთა გარკვეული ლოკაციები, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.