გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკმელის განცხადებით, მას წონადი მტკიცებულება აქვს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა გერმანიის პარლამენტზე.

 

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ 2015 წელს მომხდარი ჰაკერული შეტევა აშკარად ძირს უთხრის რუსეთთან სანდო თანამშრომლობას.

 

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ, ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და შემდეგ კი ვხედავთ, რომ არსებობს წონადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთი ასეთ ოპერაციებს ატარებს. რუსეთთან კარგი ურთიერთობების სურვილის მიუხედავად ამას ვერ ამოვშლი ჩემი გულიდან. ეს ძალიან არასასიამოვნო და აღმაშფოთებელია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

8 მაისს, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2015 წელს რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.