Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესდა შეზღუდვები, რომელიც გულისხმობდა საგანგებო მდგომარეობის და კომენდატის საათის გამოცხადებას. ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და რამოდენიმე დღით ჩაიკეტა დიდ ქალაქებში შესვლა და გასვლა, დაიხურა საზღვრები და შეწყდა საჰაერო მიმოსვლა, ასევე დაიკეტა საწარმოები. აღნიშნულმა შეზღუდვებმა კი საქართველოში ჰაერის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაბინძურების მონიტორიგნის დეპარტამენტის უფროსის მარინე არაბიძის თქმით წინაწელთან შედარებთ, ჰაერის აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა

 

,,გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით აწარმოებს უწყვეტ მონიტორინგს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის. ჩვენ, გვაქვს 8 ავტომატური სადგურები, რომელიც 5 სადგური განთავსებულია თბილისში, ასევე თითო-თითო სადგური გვაქვს ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში. ეს სადგურები აწარმოებენ გაზომვებს ჰაერის დამაბიძურებელ მავნე ნივთიერებების შემცველობაზე.

 

რათქმაუნდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ანუ დამაბიძნურებელი კონცენტრაციამ მოიკლო. ეს უკავსრდება იმიას, რომ შემცირდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა და შესაბამისად, განსაკუთრებულად შემცირდა ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა.

 

ჩვენ გავაკეთეთ 2018-2019 წლის მარტის ჯამი, ერთი წლიური, საშუალო წლიური კონცენტრაცია ავიღეთ და შეავადარეთ 2019 -ის და 2020 წლის მარტამდე ანუ საშუალო წლიური კონცენტრაცია, მთელი წლის მანძილზე თბილსში იყო ინტესიური მოძრაობა და ყოველთვის აზოტის დიოქსიდი იყო +5-ში, ნორმაზე გადაჭარბება, წინა პერიოდში კი 59 კგ/მ3-ზე, რაც ნორმას აჭარბებდა 1,5-ჯერ, მაგრამ მიმდინარე წელის აღნიშნულ პერიოდში განახევრდა თითქმის 30 კგ-მზე ჩამოვიდა. ესეთი კლება, ჩვენ დავაფიქსირეთ სადგურებზე, სადაც ქუჩის პირას, გზის პირას არის განთავსებული, ეს კლება მარტო დედაქალაქში არ აღინიშნებოდა მაგალითად ბათუმში ჩვენ მნიშვნელოვანი კლება ვნახეთ.“ - განაცხადა არაბიძემ

 

 

 როგორც მარინე არაბიძემ აღნიშნა, აპრილის თვეში, როდესაც მკაცრი შეზღუდვები იყო, სადგურებზე დაფიქსირდა ჰაერის კონცენტრაციების კარგი ან ძალიან კარგი მაშვენებელი

 

,,თუ აპრილზე ვიმსჯელებთ, როცა იყო მკაცრი შეზღუდბვები იყო დაწესებული, აზოტის დიოქსიდს ვზომავდით ინდიკატორული გაზომვებით, ეს კი ევროპული მეთოდია, აპრილის თვეში, ჩვენს ყველა სადგურზე გვქონდა კარგი ან ძალიან კარგია ჰაერის კონცეტრაციები.

 

მთელ მსოფლიოში, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილელბა იყო, ამ კუთხით რათქმაუნდა საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ჩვენს ყველა სადგურზე სადაც დაკვირვევბი გვაქვს დავაფიქქსირეთ ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.“ - აღნიშნა მარინე არაბიძემ

 

რაც შეეხება კიდევ ერთ დამაბიძნურებელს, ჰაერში მყარ ნაწილაკების კონცენტრაციას(PM10 და PM2.5), არაბძე ამბობს, რომ ამ კუთხით ავტოტრასპორტი დაბიძნურების მთავრი წყარო არ ყოფილა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება მაინც შეინიშნება

 

,,ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ PM-ის მთავარი წყარო ავტოტრასპორტი არ არის, მაგრამ ავტოტრასნპორტსაც შეაქვს თავისი წვლილი. ძირითად ეს არის სამშენებლო სექტორი უმსხვილეს ქალქებში, სამრეწველო ემისები იმ ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც მსხვილი სამრეწველო ზონებია.

 

ასევე ძალიან სერიოზული წყაროა ქვეყნის შიგნით ღია გრუნტის და უდაბნოს მტვერი, რომელიც საქართველოში ძალიან ხშირად შემოდის სხვადასხვა მხრიდან, ეს არის საჰარის უდაბნოს მტვერი, ასევე არაბეთის ნახევარკუნძულის და შუააზიის უდაბნოს მტვერი. მყარი ნაწილაკების კუთხითაც გვაქვს მხცირედი დადებითი ტენდეცია, მაგრამ არა ისეთი თავლნათელი, როგორც აზოტის დიოქსიდის შემთხვევა“ - აცხადებს არაბიძე

 

მისივე თქმით აპრილის დასაწყისში იყო მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პიკი, რადგან ამ პერიოდში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეის მხრიდან ტრანსსასაზღვრო დამაბიძურებელი შემოიჭრა.

 

მან, ასევე აღნიშნა, რომ ავტოტრანსპორტი არ არის, ამ დაბიძნურებს მთავარი წყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მეტი ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სექტორზე, სამრწველო სექტორზე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შეშის მოხმარება შევამციროთ და გადავიდეთ ალტერნატიულ, განახლებად ენერგიაზე.

 

როგორც მარინე არაბიძე აღნიშნავს, გარემოს დაბინძურების მონიტორიგნის სამსახური, რომელიც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენს, მუდმივად აწვიდსი ინფორმაციას გადაწვეტილების მიმღებ პირებს, რომლებსაც ეძლევა რეკომენდაციები. ეს საკითხი კომპლექსურია და საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რათა მეტი სუფთა ტრანსპორტი იყოს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ატმოსფეროში ავიალაინერების მავნე გამონაბოლქვის წილი მარტში 1/3-ით შემცირდა. ამის შესახებ Financial Times წერს.

 

გამოცემის ცნობით, ინფექციის პრევენციის მიზნით, მთელ მსოფლიოში მარტში 1 000 000 რეისი გადაიდო. რამაც ატმოსფეროში მავნე აირების გაფრქვევის მაჩვენებელი 28 მილიონი ტონით შეამცირა. რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლებია.

 

გაომცემის შეფასებით, ანალოგიური მაჩვენებლის მიღწევა იმ შემთხევვაშია შესაძლებელი თუ გზებზე 6 მილიონი ავტომობილი მოძრაობას შეწყვეტს. ევროპაში ტრანსპორტის მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების მოცულობა 88%-ით შემცირდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

 

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 ათასი ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. გარდა ამისა, კაპიტანს გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის დამატებით ათასზე მეტი ლარის გადახდა მოუწია.

ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების რეიტინგის ლიდერი ავსტრიის დედაქალაქი, ვენა გახდა. ამის შესახებ Lonely Planet-ი იტყობინება.

 

ექსპერტებმა მსხვილი ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს: გამწვანების პროცენტი, საფეხმავლო სასეირნო ბილიკები, ჰაერის დაბინძურების დონე, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოხმარება, წყლის რაოდენობა სულ მოსახლეობაზე, ფერმერების ბაზრობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა.

 

ყველაზე კარგად ეს მოთხოვნები სწორედ ვენამ დააკმაყოფილა. რეიტინგის მეორე და მესამე ადგილებზე გერმანიის ქალაქები - მიუნხენი და ბერლინი გავიდნენ. ლიდერთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ მადრიდი (ესპანეთი) და სან პაულუ (ბრაზილია).

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?