Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ​საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას განიხილავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესის მდგრადობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

 

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ადგილობრივ ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად, - ასე აღწერს საქართველოს პორტალი AirBalticBlog, სტატიაში სახელწოდებით „ქვეყნები, სადაც ამ ზაფხულს დასასვენებლად შეიძლება ჩასვლა“.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. აქვეა მოყვანილი რჩევები იმის შესახებ თუ რა უნდა დაათვალიეროს საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა.

 

„დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით ჭაჭასთან, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია!

 

თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში. აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“ - წერია სტატიაში.

 

ჩამონათვალში ასევე შევიდნენ საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და ხორვატია.

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

 

Target-ის თანამშრომლები ყველაფრის მიუხედავად 14 დღიან ანაზღაურებად შვებულებაში იქნებიან.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ - ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი სტატის აქვეყნებს , სადაც მოგზაურებს პოპულარული ადგილების ტურისტული გეგმების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი.

 

როგორც სტატიის ავტორი თამარა ჰარდინგამი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი

 

„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს - 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა.

 

საქართველოს მთავრობა, რომელსაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება სურს, აცხადებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს. ხელისუფლებამ სამ ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას და მის წარმოჩენას უსაფრთხო ტურისტული მიმართულების კუთხით. შემდგომი ეტაპი შიდა ტურისტებს მოგზაურობის ნებას დართავს „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენების ნაწილი“, - ნათქვამია სტატიაში.

 

აქვე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თანახმადაც, „ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება“.

შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება - ამ სათაურით wasshingtonpost-ი სტატიას აქვეყნებს

 

„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი - ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს პასუხი ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, - ამ სიტყვებით იწყებს სტატიას იზაბელ ხურშუდიანი

 

ავტორი აღნიშნავს, რომ რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც Covid-19-ის შემდეგ, ტურიზმისთვის განახლებას ცდილობს, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, გვთავაზობს ახალ სტრატეგიებს ისეთი მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა ინფექციის გავრცელების დაბალი დონე

 

„საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს, შორის, რომელიც ფრთხილად იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ ვიზიტორებთან, ისე დანიშნულების ადგილებთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

Washington Post წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩებს დაავალა მასპინძელ ქვეყნებში საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იყვნენ.

 

„ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურობას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი ჰყავს. ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვონ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, ხოლო სხვებს შეიძლება არა - აცხადებს თურნავა“, - წერია სტატიაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით საქართველოსთან ფრენები აკრძალა და რუს ტურისტებს სახლში დაბრუნება ურჩია, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა თბილისში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რადგან რუსმა დეპუტატმა სპიკერის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას.

 

„თუმცა საქართველოში მყარად იმატებს ტურისტების რიცხვი. 2001 წელს მხოლოდ 3 მილიონი ტურისტიდან გასულ წელს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიაში, ასევე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თქმით, ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება.

 

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა.

 

„ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

 

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. ამით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

 

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს.

 

ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

 

Nissan-ის დირექტორი მაკოტო უტიდა აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ შეისწავლა ვითარება და ამ არასასიამოვნო გადაწყვეტილებამდე მივიდა.

 

კომპანია პოზიციებს შეინარჩუნებს იაპონიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა. Cessna Caravan-ი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 9 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ვაშინგტონის შტატში პირველი ფრენა 30 წუთი გრძელდებოდა და თვითმფრინავმა 183 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

 

ელექტროთვითმფრინავი magniX-მა შექმნა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2021 წლის ბოლოსთვის კომერციულ სფეროს მოიცავენ.

 

ამავე პერიოდისთვის ვარაუდობენ, რომ ელექტროთვითმფრინავის საფრენ მანძილს 161 კილომეტრამდე გაზრდიან.

კომპანია Microsoft-მა ბრიტანეთში სააგენტო PA Mediа-ს 27 ჟურნალისტს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რომლებიც პორტალ MSN-ზე ახალ ამბებს აქვეყნებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებს რობოტიზირებული ალგორითმები ჩაანაცვლებენ, რომლებიც დამოუკიდებლად აირჩევენ ახალ ამბებს და მათ რედაქტირებას შეძლებენ. MSN-ს ორიგინალური კონტენტი არ აქვს, მათი ახალი ამბები სხვადასხვა გამოცემის ტექსტებისგან შედგება, რომლებსაც პორტალის ფორმატის მიხედვით არედაქტირებენ.

 

სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას Microsoft-ი სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს. კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.

ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაწესებას.

 

თურნავას თქმით, ამ რეგულაციებში არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ტურიზმის სექტორი ვერ შეძლებს.

 

„იმის გამო ეპიდემია ჯერ კიდევ არსებობს და ეს საფრთხე არსად არ წასულა, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ეკონომიკა და ბიზნესი იხსნება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არ არის, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოში ჩვენი ადგილი განვამტკიცოთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილი,“ - განაცხადა თურნავამ.

მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური ზრდის წელი.

 

„აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, იცით, რომ ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში. თუმცა ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ 2021 წელი იყოს ზრდის წელი და საწარმოები იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები,“ - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა. მინისტრმა ელექტროგამათბობლებისა და მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ საწარმობის მხარდაჭერა, რომლებსაც პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია.

 

ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის Groupe Atlantic-ის შვილობილმა კომპანიამ, „ატლანტიკ საქართველომ“, რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს, საქართველოში, კერძოდ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე საწარმოში 135 ადამიანია დასაქმებული. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში ახალი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

 

კომპანია AE Solar-მა ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების ქარხანა გახსნა. ქარხანა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 16 000 კვ.მ. ფართობზეა მოწყობილი და ავტომატური რობოტიზებული კონვეირებითაა აღჭურვილი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი.

 

ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მილიონ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს. კომპანია წლის ბოლომდე წარმოების სამჯერ, დასაქმებულთა რაოდენობის კი 300-მდე გაზრდას გეგმავს.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?