Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

 

"დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავართან"

 

იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება "მთავარ არხზე" და კვლავ გააგრძელებს გადაცემას "სხვა ნანუკა", რომელიც სოციალურ საკითხებს ეთმობა.

 

შეგახსენებთ,15 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ევროპელი დემოკრატები". ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება".

დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

„დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას. ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ. 30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ უკვე ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვიძლია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებმა იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იზრუნებს არა მხოლოდ რაიონის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და კრიზისის დაძლევაზე.

 

„საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებეის განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლების, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლების გადაჭრაზე, იმაზე, რომ შევძლოთ დავძლიოთ ყოველდღიური გაჭირვება და ის კრიზისი, რომელშიც ქვეყანაში აღმოჩნდა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 

სია ასეთია:

 

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე;

 

ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი;

 

ბათუმი - გიორგი კირთაძე.

 

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

 

ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

 

„რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

 

იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

მისივე თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კონკურენტი გია ვოლსკი იქნება და მასთან საჯარო დისკუსიის გასამართად მზად არის.

 

„იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, „საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან“ ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ არჩევნებს ჩაატარებენ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და `ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში.

 

„ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდგომ შენება ყოველდღიურად დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყნის, ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ ამიტომ. პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად, არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეები, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

სია ასეთია:

 

გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი;

 

ნიკა მელია - გლდანი;

 

ხატია დეკანოიძე - ისანი;

 

ლევან ხაბეიშვილი - სამგორი;

 

ლევან ბეჟაშვილი - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი;

 

გიორგი ბოტკოველი - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი;

 

დავით კირკიტაძე - რუსთავი და გარდაბნის სოფლები;

 

აზერ სულეიმანოვი - მარნეულის და გარდაბნის ოლქი;

 

ბადრი ბასიშვილი - გორი და კასპი;

 

ნატო ჩხეიძე - ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი;

 

ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე;

 

მელიქ რაისიანი - ახალქალაქი და ნინოწმინდა;

 

გიორგი კაპანაძე - საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული;

 

კახა გეწაძე - ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული;

 

ნანუკა ჟორჟოლიანი - სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი;

 

როლანდ ფიფია - მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა;

 

მურთაზ ზოდელავა - ფოთი, სენაკი, ხობი;

 

მალხაზ ჯალაღონია - ზუგდიდი;

 

ლევან ვარშალომიძე - ბათუმი;

 

ბონდო თევდორაძე - ქობულეთი;

 

მიშა ბოლქვაძე - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;

 

კახა ოქრიაშვილი - ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;

 

ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი;

 

დილარ ხაბულიანი - ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი;

 

მანუჩარ კვირკველია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" თავიანთი კანდიდატები 30-დან 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს. დარჩენილ 5 ოლქში კი მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს უჭერენ.

 

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ევროპელი დემოკრატები". ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება".

პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

 

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ისინი არიან მისი ძალაც, ღონეც და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

 

"მინდა ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში 2014 წელს მოხდა, როდესაც მე საბურთალოელებმა დამოუკიდებელ კანდიდატს და დამოუკიდებელ პოლიტიკოსს მხარი დამიჭირეს.

 

დიახ, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია "მოქალაქეების" სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო" , - განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 30-ვე ოლქში, ამის პირობას გაძლევთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა , რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სამგორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პროპორციულ არჩევნებშიც.

 

„გავაგრძელებთ იმ ხაზს, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ჩვენ გაკეთებულ საქმეებზე, ასევე გასაკეთებელ საქმეებზეც.“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სოზარ სუბარი აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოცდილები არიან, შესაბამისად, შეძლებენ წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია, ძალიან გამოცდილია. ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ბიზნესის სფეროდან არის მოსული. თითოეულ მათგანს შეუძლია უზარმაზარი წვლილის შეტანა ქვეყნის და თავისი კუთხის, მაჟორიტარული ოლქის განვითარებაში. სამგორის რაიონი ერთ-ერთი დიდი უბანია, ძალიან ბევრი მოსახლეობაა. მრავალფეროვანია, ზოგი სოფელიც შემოდის -31-ე ქარხანა, აფრიკის დასახლება, საავიაციო დასახლება, ლილო, ძალიან დიდია. აქ ვცხოვრობდი თითქმის 20 წლის განმავლობაში. ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა, უბანი“,-აცხადებს სოზარ სუბარი.

 

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

 

აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც მიზეზად პანდემიაა დასახელებული.

 

„წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან. NDI მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა. გვსურს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ COVID-19 პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე, მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს NDI-ის ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის.

 

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით - საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად. NDI კვლავაც მზად არის, რომ დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალეობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით.

 

და ბოლოს, NDI მადლობას უხდის ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად 25 წლიანი პარტნიორობისთვის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და მოუთმენლად ველოდებით გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსწორებას, რათა ისევ მოგვეცეს ჩვეული საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობა. აქვე ვურთავთ NDI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო ანალიზის პრესრელიზსა და პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეო მიმართვას”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დღეს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სია წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არ არის მაჟორიტარების სრული სია.

 

საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარების სია ასე გადანაწილდა:

 

ელენე ხოშტარია - ვაკის მაჟორიტარული ოლქი;

 

შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი;

 

გიგი წერეთელი - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი;

 

ტარიელ ნაკაიძე - ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი;

 

ირმა ნადირაშვილი - რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი;

 

ოთარ კახიძე - ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი;

 

სერგო რატიანი - საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი;

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი;

 

გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი;

 

ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი;

 

აჰმედ იმამკულიევი - მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი;

 

არსენ კარაპეტიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი;

 

ლელა ქებურია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი;

 

აკაკი ბობოხიძე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქი;

 

გიგა ბოკერია - ფოთი ხობი სენაკი;

 

გიგი უგულავა - ზუგდიდი.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:

 

ვახტანგ კალოიანი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;

 

თემურ კახიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში:ქედა, შუახევი, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება ცოტა ხნის წინ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

 

უფრო კონკრეტულად, საქართველოს 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

 

1, დავით სერგეენკო თბილისი (საბურთალო)

 

2. ნოდარ ტურძელაძე თბილისი (ვაკე)

 

3. ლევან კობიაშვილი თბილისი (გლდანი)

 

4. სოზარ სუბარი თბილისი (სამგორი)

 

5. კახა კახიშვილი თბილისი (ისანი)

 

6. ბექა ოდიშარია თბილისი (მთაწმინდა-კრწანისი)

 

7. მიხეილ ყაველაშვილი თბილისი (ნაძალადევი)

 

8. გია ვოლსკი თბილისი (დიდუბე-ჩუღურეთი)

 

9. შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი

 

10. ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი

 

11. დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო

 

12. ნინო ლაცაბიძე - რუსთავი

 

13. ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი

 

14. გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკა

 

15. გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპი

 

16. დავით დუგლაძე - ხაშური-ქარელი

 

17. ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძა

 

18. სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა

 

19. ზაზა ლომინაძე - ქუთაისი

 

20. პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული

 

21. ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული

 

22. გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი

 

23. გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი

 

24. ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდი

 

25. ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი

 

26. ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ

 

27. ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური

 

28. რესან კონცელიძე - ბათუმი

 

29. ზაალ მიქელაძე - ქობულეთი

 

30. ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედა

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?