რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს ითვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

 

მისივე შეფასებით, დღევანდელი არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ გედის სიმღერასავითაა.

 

„არ ვიქნები ბანალური და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა არის, როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხული და ზნეობრივ კომპრიმისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეგიძლია მოგიწიოს მურუსიძისთვის. მე არაფერს ვერჩი ბატონ ლადო კახაძეს, მითუმეტეს, ვიცნობ მას პირადად, უბრალოდ მე ბატონი შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ყველა, გარდა რომელიმე კანდიდატისა - დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას ბატონ შავგულიძესთან და მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ უნდოდათ ისტორიის გაყალბება. ისტორიის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და აწყობს დამახინჯებას, რომ თითქოს ბატონი მურუსიძე გახლავთ ფრთიანი ანგელოზი და ბატონი შავგულიძე ცუდი ადამიანი მაშინ, როცა თუნდაც წინა ხელისუფლების დროს იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც დღეს მოვა და ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს დაუჭერს შავგულძეს. როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას. წესით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა ქალაქებში, თუმცა ჩვენ ვნახეთ რამდენი რამ იკადრა „ქართულმა ოცნებამ“. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ეს იქნება გედის სიმღერა „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა მელიამ.

 

მისივე შეფასებით, შალვა შავგულიძე გამარჯვების შემთხვევაში, „პარლამენტის პროდუქტიული წევრი იქნება“.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.