შეშინებული ხელისუფლება პანიკაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ხოშტარიამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისივე მტკიცებით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებია ასახული.

 

„შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს. მინდა წარმოგიდგინოთ ორი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ უბნის წინ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ შემოხაზოს 41. ეს ხდება მე-18 უბანზე. ეს ვითარება მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში. ჩვენ ყველა უბანზე მობილიზებული გვაქვს კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაშინებს. ასევე უბნების შიგნით ვართ ძალიან ძლიერად“, - განაცხადა ხოშტარიამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.