ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

გახარიამ მიმართა ჟურნალისტებს, მიაწოდონ ინფორმაცია თუკი სადმე კრიმინალურმა ავტორიტეტებმა კანონი დაარღვიეს და პირობა დადო, რომ მის უწყებას ამაზე უმკაცრესი რეაგირება ექნება.

 

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს.

 

„თუ სადმე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, ან რაიმე სახით შეუზღუდეს ჩვენს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე მკაცრი და სწრაფი რეგირება გვექნება“, - განაცხადა გახარიამ. შს მინისტრმა ასევე ერთ-ერთი დამკვირვებლისთვის, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა. „ყველა, ვინც ვინმეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.