Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

სტამბოლში, ერთ-ერთ სამრეცხაოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

შემთხვევა ბაშაქშეჰირის რაიონში მოხდა. მედიის ცნობით, გარდაცვლილი 45 წლის ალექსანდერ ჩიტაურია. როგორც გლობალპრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცის ცხედარი ამ ეტაპზე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ახლობლებთან კონტაქტში იმყოფება.

 

საქართველოს მოქალაქეს გარდა აფეთქებას თურქეთის 55 წლის მოქალაქეც ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოსაც ავრცელებს.

 

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 თანამოქალაქე დაბრუნდა.

 

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუმებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4909 ადამიანია განთავსებული.

უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ამჯერად, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ქალაქ კიევში, კიევის ოლქში და დასავლეთ უკრაინაში დროებით მცხოვრებ საქართველოს 23 მოქალაქეს, მათ შორის სტუდენტებს, ოჯახებს მცირეწლოვანი შვილებით, შექმნილი მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩენილ პირებს, რომლებიც არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები, გადაეცათ საერთაშორისო სასურსათო მაღაზიათა ქსელ SPAR-ის სურსათის ვაუჩერები. ასევე, უკრაინის ქალაქ დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ, ქალაქ ხარკოვში მყოფ საქართველოს 29 მოქალაქეს გადასცა ვაუჩერები.

 

23 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს კონსულმა მარიამ წერეთელმა, სასურსათო ვაუჩერები გადასცა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ საქართველოს 8 მოქალაქეს. გარდა ამისა, ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო სამსახურის მხრიდან აღნიშნული ვაუჩერები გადაეცა ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

„წინასააღდგომოდ, საბერძნეთში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან თანამშრომლობით, 17 და 18 აპრილს სასურსათო ქსელ ,SPAR-ის ვაუჩერების საშუალებით 247 ბენეფიციარი უზრუნველყო საკვები პროდუქტებით.

 

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას.

 

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება. “SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება“- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი - თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 110 თანამოქალაქე დაბრუნდა.

 

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

 

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

 

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4337 ადამიანია განთავსებული.

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.

 

„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა,“ – წერს ალესიო ვალენტე.

 

მერი წერს, რომ უკვე აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ქუჩის კამერებით იმ ადამიანების პოვნა სთხოვა, რომლებმაც მემორიალზე წარწერა დატოვეს.

 

„ვიმედოვნებ პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ.

 

იმედია ესმით რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება,“ – წერს გრავინა ინ პულიას მერი.

 

მერის პოსტს გამოეხმაურნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში ბოდიშს იხდიან ვანდალიზმის გამო და წარწერის წაშლაში იტალიელებს დახმარებას სთავაზობენ.

 

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 26 აპრილს ღამის 00:00 საათიდან, ისრაელში, ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება.

 

„რესტორნებსა და კაფეებში საკვების ყიდვა შესაძლებელი გახდება, გარეთ გატანის პირობით (take away);

 

მუშაობას იწყებენ საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური კაბინეტები;

 

მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა, გაიხსნება ყველა მცირე სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ღია სივრცეში ან ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში;

 

შრომითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ზრუნვაზე („მეტაპლიმ“), დასაქმებულები მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ დამქირავებელთან დროის ერთ მონაკვეთში, ან საერთო შინამეურნეობის მქონე რამოდენიმე პირთან;

 

ამასთანავე, პირბადეების ტარების წესი მკაცრდება - პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, გარე ტერიტორიების ჩათვლით. წესები ვრცელდება როგორც 7 წლის ბავშვზე, ასევე მათზე ვინც დაკავებულია სპორტით. პირებს ვისაც აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თან უნდა იქონიონ ექიმის ცნობა;

 

დაჯარიმება მოხდება წესის დარღვევის პირველივე შემთხვევის დროს;

 

საზოგადოებრივ დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესების დაცვის გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება. აღნიშნულზე კონტროლის უფლებამოსილება დამატებით მიენიჭებათ პოლიციელებსა და ინსპექტორებს;

 

ობიექტებისთვის გათვალისწინებულია მუშაობის შემდეგი ნორმები:

 

1. რესტორნებსა და კაფეებში, გამყიდველსა და მყიდველს შორის უნდა იყოს აღმართული ბარიერი, რომელიც გამყიდველს დაინფიცირებისგან დაიცავს (ან პირიქით); თანამშრომლები სამსახურში უნდა გამოცხადნენ მორიგეობით, სამუშაო პროცესის დროს დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ზედაპირთა დეზინფიცირება. უნდა განხორციელდეს ობიექტში მყიდველთა მორიგეობით შეშვება, ისე, რომ თითო სალაროსთან მომხმარებელთა რიცხვი დროის ერთ შუალედში არ აღემატებოდეს ორს, 100 კვ.მ. ფართობის შემთხვევაში დასაშვებია ოთხი ადამიანი დისტანციის დაცვით;

 

2. სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ფუნქციონირების დაწყებამდე, ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებს უნდა წარუდგინოს პირობების შესრულების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია. დაწესებულებაში შესვლამდე, ადმინისტრაციამ მომხმარებელს უნდა ჰკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაძლებლობების ფარგლებში გაუზომოს ტემპერატურა. დანარჩენი შეზღუდვები შეესაბამება პირველ პუნქტში აღწერილს;

 

3. საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები, იმუშავებენ 1. და 2. პუნქტებში ჩამოთვლილი წესების შესაბამისად;

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთვარობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, კონტროლი განსაკუთრებული სიმკაცრით განხორციელდება. წესების დამრღვევი დაწესებულება 2 ათასი შეკელით დაჯარიმდება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამმართველოს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში თავშესაფარი 29 132 ადამიანმა მოითხოვა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.

 

ამასთან, მხოლოდ აპრილში უწყებას თავშესაფრის 4100-მდე მაძიებელმა მიმართა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა გერმანიაში სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ჩავიდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისათვის დღეიდან ნაწილობრივ მოხსნილ შეზღუდვებსა და საკარანტინო პირობების ცვლილებებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

 

საელჩოს ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით, იტალიაში ოთხი მაისიდან, სახლიდან გასვლის შემთხვევაში, ყველა მოქალაქემ თან ე.წ. „ავტოსერტიფიკატი“ უნდა იქონიოს.

 

ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დასაშვებია ყოველდღიური საჭიროებების, განსაკუთრებული აუცილებლობის, სამუშაო მიზნით და ჯანმრთელობის მიზეზების გამო. გარდა ამისა, საელჩოს განმარტებით, დახურულ სივრცესა და სხვადასხვა დაწესებულებაში პირბადით ყოფნა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ იტალიაში მუშაობას იწყებენ საწარმოო და სამშენებლო სექტორები, უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა სპეცრეისი ბარსელონადან, რომლითაც სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა.

 

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც განთავსებულია სასტუმროებში „ოაზისი“, „კოლიზეუმი“ და „ველმონდი“. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, აჭარაში მდებარე საკარანტინო ზონებში განთავსებულია 1570 მოქალაქე.

 

საკარანტინო ზონებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

Georgian Airways-ი იმ ქართველების საყურადღებოდ, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და მის მიმდებარედ ცხოვრობენ ინფორმაციას ავრცელებს.

 

ავიაკომპანიის ცნობით, 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისზე, რომელზეც ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია.

 

„ყურადღება: ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთსა და მის მიმდებარედ: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილები ლონდონი-თბილისის რეისზე! ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-საიტს, ბილეთებისთვის! რეისი შედგება 12 მაისს, გეთვიკის აეროპორტიდან“ - ნათქვამია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა ვენა-თბილისის რეისი, ავიაკომპანია MyWay-ის მიერ შესრულებული ავიარეისით სამშობლოში 110 ადამიანი დაბრუნდა.

 

მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სასტუმრო „რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

 

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილები იქნებიან სამჯერადი კვებით.

 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5025 ადამიანია განთავსებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 5 მაისს - ათენის, 7 მაისს - ამსტერდამის, 9 მაისს კი ბერლინის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით ფრენებთან დაკავშირებით. 2 მაისის ჩათვლით ფრენები უკვე გაწერილია, მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ 3 რეისის დამატების შესახებ. 5 მაისს შესრულდება რეისი ათენის მიმართულებით, 7 მაისს - ამსტერდამის, 9 მაისს კი ბერლინის მიმართულებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

დღევანდელი მონაცემებით, სამშობლოში 7 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა, 10 ათასზე მეტ მოქალაქეს კი ადგილზე გაეწია დახმარება.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?