Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9573
EUR
3.2796
RUR
0.0463
GBP
3.8826

მოლდოვას პრემიერის მაია სანდუს ახალი კაბინეტი მთავრობის რეზიდენციაში დღეს პირველად შეიკრიბა. ის მინისტრებთან ერთად დაუბრკოლებლად შევიდა შენობაში.

 

„დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობამ ოლიგარქ პლახოტნიუკის ჩათვლით და მათთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა ქვეყანა დატოვეს. პარტიის პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ პლახოტნიუკი ქვეყნიდან რამდენიმე დღით გავიდა ოჯახის მოსანახულებლად.

 

„დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც ინერციით აკონტროლებდა მთავრობას თებერვალში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და არ ცნობდა 8 ივნისს ახალი სამთავრობო კოლალიციის შექმნას, ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა. გუშინ გვიან ღამით გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა. „დემოკრატიულმა პარტიამ“ სამთავრობო შენობებთან შეკრებილ თავის მომხრეეებს მოუწოდა დაშლილიყვნენ.

 

ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა გუშინ „დემოკრატიული პარტიის“ ოფისში მოლდავეთში აშშ-ის ელჩის დერეკ ჰოგანის ვიზიტის შემდეგ. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, მიესალმა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლდოვის საკითხებში დმიტრი კოზაკმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვის პოლიტიკური კრიზისის საკითხში მოხერხდა აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი პოზიციის დაკავება დემოკრატიის მხარდასაჭერად.

 

ინფორმაციას სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.

კოსოვოს პრეზიდენტის ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, თუ ევროკავშირი იზოლაციის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, პრიშტინა ალბანეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ტაჩიმ ადგილობრივი ტელეარხის ეთერში განაცხადა.

 

ჰაშიმ ტაჩი ამბობს, რომ „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ და სერბეთის სამხრეთში, ალბანელებით დასახლებული რაიონების კოსოვოსთვის მიერთების იდეა კვლავ ცოცხალია და ეს რაიონები, კოსოვოსთან ერთად, შეიძლება ალბანეთის შემადგენლობაში შევიდეს.

 

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კოსოვოს წინააღმდეგ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებენ, ამიტომ მე ვთვლი, რომ საპასუხო ზომებზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა მივახვედროთ, რომ თუ ევროკავშირი იზოლაციისა და კოსოვოს წინაშე კარის ჩაკეტვის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, ჩვენ ალბანეთსა და კოსოვოში რეფერენდუმების ჩატარების ან ორი ქვეყნის პარლამენტების გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული გაერთიანების შესახებ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ტაჩიმ.

უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე ჩემს დანიშვნაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს კიევის ბორისპოლის აეროპორტში განუცხადა.

 

სააკაშვილის განცხადებით, ზელენსკიმ პირობა შეასრულა, როდესაც მას მოქალაქეობა დაუბრუნა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მან ჟურნალისტების კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

 

„ზელენსკი კიდევ ბევრს გააკვირვებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა საერთო რიცხვი 200-ს აღემატება. ივან გოლუნოვის მხარდამჭერი მსვლელობაში სულ 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის მონაწილეები მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მივიდნენ. მოსკოვის მერიას აქციის გამართვის ნებართვა არ გაუცია. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.

 

Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მიმართ საქმის გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა.

 

გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა. 8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

 

36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს.

 

დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა მოსამართლე ბრიგიტ ბირლაინი ავსტრიის კანცლერად დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

 

კანცლერის პოსტზე დანიშვნამდე ბირლაინი ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ბრიგიტ ბირლაინი ავსტრიის პირველი კანცლერი ქალი გახდა.

 

69 წლის ბრიგიტ ბირლაინი გარდამავალ მთავრობას 2019 წლის სექტემბრამდე უხელმძღვანელებს, როდესაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

 

ავსტრიის კანცლერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის წინა კანცლერს სებასტიან კურცსა და მის მთავრობას 27 მაისს პარლამენტში უნდობლობა გამოუცხადეს. მიზეზი ქვეყნის ყოფილი ვიცეკანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახეს სკანდალური ვიდეო გახდა, რის გამოც მან 18 მაისს თანამდებობა დატოვა.

 

32 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი 2017 წლის დეკემბერში, 31 წლისა გახდა. ის მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი იყო.

მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იქ ახალი უკრაინის ასაშენებლად ჩავიდა და იმის გასაკეთებლად ჩავიდა, რაც ოდესაში არ დასცალდა.

 

სააკაშვილის თქმით, მას ემოციები ავსებს, რადგან უკრაინის მიწაზეა, სადაც შეგნებული ცხოვრების 12 წელი გაატარა. ოდესის ყოფილი გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის და მას ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი უწოდა.

 

სააკაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკოსები მოვიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ცვლილების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა.

 

რუსლან რიაბოშაპკას განცხადებით, ზელენსკიმ თანამდებობები ჩერნიგოვსკის, ხმელნიცკის, ხერსონის, ტერნოპოლის, სუმსკის, პოლტავსკის, ოდესის, ნიკოლაევსკის, ლვოვსკის, კიროვოგრადსკის, კიევის, ივანო-ფრანსკოვსკის, ზაპოროჟიის, კარპატების, ვოლენსკის გუბერნატორებს დაატოვებინა.

 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ვლადიმირ გროისმანის თანამდებობიდან გადადგომას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გროისმანის თანამდებობიდან წასვლას მხარი მხოლოდ 97-მა დეპუტატმა დაუჭირა, 226-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა.

 

მთავრობას გადადგომისკენ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს, ინაუგურაციის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში მოუწოდა.

 

24 აპრილს გროისმანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალებით ჩაერთვება.

 

გროისმანი 2014 წელს გახდა პარლამენტის წევრი პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სიით. 2014 წლის ნოემბერში ის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, 2016 წლის აპრილიდან კი პრემიერმინისტრის პოსტი უკავია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს კიევის ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები შეძახილებით „მიშა, მიშა“ დახვდნენ. სააკაშვილის უკვე აეროპორტში იმყოფება და მხარდამჭერებს ესალმება.

 

სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

მიხეილ სააკაშვილის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. მის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს“,- აღნიშნა ზელენსკიმ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

 

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არჩევიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნა.

ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს კიევის ბორისპოლის აეროპორტში განუცხადა.

 

მისი თქმით, ორი წლის წინ, როდესაც უკრაინიდან გააძევეს, მას ნივთებიც არ წაუღია, რადგან სჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა.

 

სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშია. თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, კიევის ბორისპოლის აეროპორტში უკვე დაეშვა.

 

სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში თანამოაზრეები და მხარდამჭერები ელოდებიან. აეროპორტში სააკაშვილის ჩამოფრენამდე მცირე კონცერტიც გაიმართა, სადაც უკრაინული ხალხური სიმღერები შესრულდა. ისმის შეძახილები „მიშკა, მიშკა“.

 

სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?