მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იქ ახალი უკრაინის ასაშენებლად ჩავიდა და იმის გასაკეთებლად ჩავიდა, რაც ოდესაში არ დასცალდა.

 

სააკაშვილის თქმით, მას ემოციები ავსებს, რადგან უკრაინის მიწაზეა, სადაც შეგნებული ცხოვრების 12 წელი გაატარა. ოდესის ყოფილი გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის და მას ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი უწოდა.

 

სააკაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკოსები მოვიდნენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.