უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მან 2017 წლის 26 ივლისის N196 ბრძანებიდან „რამდენიმე პირის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“, სააკაშვილის გვარი ამოიღო.

 

უკრაინის მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში გაუუქმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.