ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა მოსამართლე ბრიგიტ ბირლაინი ავსტრიის კანცლერად დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

 

კანცლერის პოსტზე დანიშვნამდე ბირლაინი ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ბრიგიტ ბირლაინი ავსტრიის პირველი კანცლერი ქალი გახდა.

 

69 წლის ბრიგიტ ბირლაინი გარდამავალ მთავრობას 2019 წლის სექტემბრამდე უხელმძღვანელებს, როდესაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

 

ავსტრიის კანცლერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის წინა კანცლერს სებასტიან კურცსა და მის მთავრობას 27 მაისს პარლამენტში უნდობლობა გამოუცხადეს. მიზეზი ქვეყნის ყოფილი ვიცეკანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახეს სკანდალური ვიდეო გახდა, რის გამოც მან 18 მაისს თანამდებობა დატოვა.

 

32 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი 2017 წლის დეკემბერში, 31 წლისა გახდა. ის მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი იყო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.