კომპანია Facebook-მა ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს Instagram-ის ანგარიში დაუბლოკა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

 

Facebook-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება და როგორც ამერიკული კომპანია, Facebook-იც ვალდებულია, ამერიკული კანონმდებლობით იმოქმედოს.

 

ე.წ. „შავ სიაში“ აშშ-ს კადიროვიც ჰყავს შეყვანილი. Instagram-ისა და Facebook-ის გვერდები ჩეჩნეთის ლიდერს 2017 წელსაც დაუბლოკეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.