მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი მღვდელი და ერთი ეპისკოპოსი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოხდა. კერძოდ, სასულიერო პირებმა, ქალაქ ნიქსიქში რელიგიური მსვლელობა ჩაატარეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

 

„სასულიერო პირებს ბრალად ედებათ ჯანმრთელობის დაცვისთვის დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.