ბალტიის ქვეყნებმა კორონავირუსის ეპიდემიის შესუსტების ფონზე, დღეიდან ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.

 

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდნენ.

 

ლიტვის ვილნიუსის პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუტის უფროსი, მარიუს ლაურინავიუსი ამბობს, რომ სიტუაცია ბალტიის ქვეყნებში უკეთესია, ვიდრე ევროპის სხვა ნაწილში.

 

„მდგომარეობა ლიეტვუაში, ისევე როგორც ლატვიაში უფრო უკეთესია, ვიდრე ჩრდილოეთის ქვეყნებში“, - აღნიშნა მან.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.