Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7798
EUR
3.1442
RUR
0.0441
GBP
3.522

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

 

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩნია და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

 

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.

,,მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული ზინედინ ზიდანი დააბრუნდა. სანტიაგო სოლარი კი გაათავისუფლა. ფრანგი მთავარი მწვრთნელი ,,სამეფო კლუბს“ 2022 ივნისამდე გაწვრთნის. პრესემა, ზიდანი ,,სანტიაგო ბერნაბეუს“ პრეს-ცენტრში თბილისის დროით 23:00 საათზე წარადგინა.

 

მადრიდის რეალის დირექტორის ფლორეტინო პერესის განცხადებით , მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი "რეალში" დაბრუნდა, ამით კი ყველა გულშემატკივარი ამაყობს.

 

,,შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც მრავალწლიანი გამარჯვებების შემდეგ ველოდით.

 

ახალი სახელოვანი ეპოქის ძიებაში მუშაობა უნდა დავიწყოთ და ჩვენი მაქსიმალური დონე აღვადგინოთ. ამიტომ, ზინედინ ზიდანს მივესალმებით". როცა ხუთი დღის წინ მას შინ დაბრუნება შევთავაზეთ, მან თავისი ერთგულება გვიჩვენა.

 

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი "რეალში" დაბრუნდა და ყველა გულშემატკივარი ამაყობს, რომ ზიდანი ჩვენთან ერთადაა. ის კლუბის სიდიადეს წარმოადგენს". - განაცხადა პერესმა პერესმა, ასევე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ზიდანს მბაპეს დაყოლიება შეუძლია

 

ზინედინ ზიდანმა ,,სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რეალი დატოვა, რადგან ეს კლუბს და მას ჭირდებოდა, ახლა დაბრუნდა რადგან ფლორეტინო პერესმა დაურეკა.

 

,,მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ უდიდეს კლუბში ვიმუშავებ, ისევ ამ დიდებულ ფეხბურთელებთან. რეალი იმიტომ დავტოვე, რომ იმ დროს მე ეს მჭირდებოდა და კლუბს ჭირდებოდა სიახლე.

 

აქ დავბრუნდი იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დამირეკა. მე კი ძალიან ვაფასებ მას და მიყვარს ეს კლუბი. ამიტომაც დავბრუნდი. 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ რვა თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, ერთი სული მაქვს, როდის გავმართავ პირველ ვარჯიშს" - აღნიშნა ზიდანმა

 

მისი თქმით ამბიცია რეალთან ერთად არსად გამქრალა

 

"ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ყოველ ფეხბურთელს რეალი ფანატიკურად უყვარს და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მე მითამაშია ამ გერბით, ვიყავით რეალის ერთ-ერთი ფეხბურთელი და ბევრი რამ მომიგია. მე კლუბის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. ძალიან კარგად ვიცი სად მოვხვდი და რა მელის, ყველაფერი უნდა მივიღო, ისე, როგორც ეს საჭიროა. ჩემი ამბიცია რეალთან ერთად არსად გამქრალა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ". - განაცხადა ზინედინს ზიდანმა

 

46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა სამეფო კლუბს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა, თითოჯერ - ლა ლიგასა (2016/17) და ესპანეთის თასზე (2017). ზიდანის რეალმა ასევე ორ-ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი (2016 და 2017 წლებში) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2016 და 2017 წლებში).

 

რეალი მან 2018 წლის მაისში დატოვა

 შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

 

"შალკე" – "მანჩესტერ სიტი"

 

"ატლეტიკო" – "იუვენტუსი"

 

"მანჩესტერ იუნაიტედი" – ,,პსჟ"

 

"ტოტენჰემი" – "ბორუსია დორტმუნდი"

 

"ლიონი" – "ბარსელონა"

 

"რომა" – "პორტო"

 

"აიაქსი" – "რეალი"

 

"ლივერპული" – "ბაიერნი"

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 12 თებერვალს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 5 მარტს გაიმართება.

 

23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

 

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

 

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

 

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

 

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

 

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში.

 

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

 

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება. ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

 

„მე, პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას“, - აცხადებს რუხაია.

 

შეგახსენებთ, კლუბ „ცხონვალის“ ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა France Football-ის ყოველწლიური ჯილდო - "ოქროს ბურთი" მიიღო. 2007 წლის შემდეგ, მოდრიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს წოდება მესისა და რონალდუს ეპოქაში დაისაკუთრა.

 

ხორვატიის ნაკრების ლიდერმა გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს აჯობა, რითაც თავისი ქვეყნის პირველი "ოქროს ბურთის" მომგები წარმომადგენელი გახდა.

 

იგი დაჯილდოვების ცერემონიაზე მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად იმყოფებოდა, ასევე, მის კომპანიაში გახლდათ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი.

 

"ოქროს ბურთის" ნომინანტთა ზედა ათეული ასე გამოიყურება: 1) ლუკა მოდრიჩი; 2) კრიშტიანუ რონალდუ; 3) ანტუან გრიზმანი; 4) კილიან მბაპე; 5) ლიონელ მესი; 6) მოჰამედ სალაჰი; 7) რაფაელ ვარანი; 8) ედენ აზარი; 9) კევინ დე ბრუინი; 10) ჰარი კეინი.

 

ლუკა მოდრიჩმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ფინალში ითამაშა, თანაც მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ფიფას მიერ წლის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა.

2007 წელს "ოქროს ბურთი" კაკამ მიიღო, მას შემდეგ კი ამ ჯილდოს ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იგებდნენ, ორივე მათგანი France Football-მა 5-ჯერ გამოარჩია. აღნიშნული გამოცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან ასახელებს, მისი პირველი გამარჯვებული კი ლეგენდარული ინგლისელი, სტენლი მეტიუზი გახდა.

23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

"ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა. თავიდან გაგვიჭირდა რიტმის პოვნა. მეორე ტაიმში თავდაჯერებულობა ვიპოვეთ, მეტი გოლი უნდა შეგვეგდო და სამომავალოდ ამაზე უნდა ვიმუშავოთ.

 

ჩვენ ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ. კარგი მომზადებაა გამარჯვებისთვის საჭირო. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, თავდაჯერებულობას იმატებენ და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა.

 

რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის მოგებით მოგვეხსნება  წნეხი, დანიასთან სათამაშოდ მშვიდად მოვემზადებით.

 

მჯერა, რომ საქართვეელოს ნაკრებს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება და იმედი მაქვს ეს ჩვენთან თამაშში არ მოხდება. ადრე აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია კონკურენციის გაწევა და ეს პატიოსნად ვთქვი", - განაცხადა ვლადიმერ პეტკოვიჩმა.

 

26 მარტს შვეიცარიის მეტოქე დანიის ნაკრები იქნება, საქართველო კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება.

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - „ცხინვალის“ ფეხბურთელები.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე,“ - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

 

როგორც თურქული მედია იუწყება, ქურდობის ფაქტი ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრში დაფიქსირდა.

 

„სავაჭრო ცენტრის დახურვის შემდეგ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთები მოპარული იყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილები დაადგინა. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

 

სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ“, - წერს თურქული მედია.

ქუთაისის "ტორპედომ" პენალტების სერიაში "გაგრა" დაამარცხა და საქართველოს თასის მფლობელი მე-4 გახდა.

 

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა, "გაგრა" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ტორპედომ" ანგარიშის გათანაბრება და პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

 

სლოვაკი თავდამსხმელი ლაჩნი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა, დუბლი შეასრულა, თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 19 მატჩში "ტორპედო" არ დამარცხებულა.

 

ბათუმი. "ანგისა"

 

ტორპედო - გაგრა 2:2 (პენ, 4:2)

 

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (37), 0:2 ხაბეიშვილი (49), 1:2 ლაჩნი (75), 2:2 ლაჩნი (89, პენ)

 

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, ხაბელაშვილი (ლომსაძე 87), სამხარაძე (ივანიაძე 119), გ. გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი, კილაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კასრელიშვილი 81), კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65)

 

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა, ცინცაძე (კუხიანიძე 92), გიგაური (წიქარიძე 70), დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კუტალია, კაპანაძე (დაფე 46)

ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

 

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

 

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

 

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

 

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

 

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

 

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

 

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

 

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

 

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

თბილისი. "დინამო არენა"

 

საქართველო -შვეიცარია 0:2

 

გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

 

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

 

იუნაიტედმა ლივერპულთან პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ანგარიშით 1:3 წააგო.

 

პრემიერ ლიგის 17 ტურის შემდეგ წითელი ეშაკები 26 ქულით მე-6 ადგილზე არიან.

 

იუნაიტედმა თავის ოფიციალურ განცხადებაში მოურინიოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა. პორტუგალიელი სპეციალისტი წითელ ეშმაკებთან 2016 წლიდან მუშაობდა.

UEFA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.

 

„დაიმახსოვრეთ ეს სახელი, გიორგი ჩაკვეტაძე. ის მხოლოდ 19 წლისაა“ - წერია ვიდეოს აღწერაში.

 

ვიდეო 19 სექტემბერს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გამართული მატჩიდან ფრაგმენტს ასახავს. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

შეხვედრაში ანგარიში 59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი მეტოქის კარში 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

 

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გენტისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, მსოფლიოს რომელიმე წამყვანმა კლუბმა იყიდოს.

 

 

 

 

ექსკლუზიური

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?