იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი ცნობილია. ქვეყნის მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, გადაწყდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყვეტილი სერია-A 13 ივნისს დაიწყება.

 

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კლუბის ფეხბურთელს, ან პერსონალის წარმომადგენელს ვირუსი აღმოაჩნდება, მთელი გუნდი 14-დღიან კარანტინში გადავა და ამ კლუბის თამაში ავტომატურად გადაიდება.

 

იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი და ლიდერი “იუვენტუსი” მეორე ადგილზე მყოფ რომის “ლაციოს” 1 ქულით უსწრებს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.